პოლიტიკა

CRRC კვლევის თანახმად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 41% უჭერს მხარს

Nusagi

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) კვლევის თანახმად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 41% უჭერს მხარს, ევროკავშირში – 45%, ევრაზიულ კავშირში კი 19%. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, 26% ნაწილობრივ უჭერს მხარს, ნაწილობრივ არა, 20% კი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია.

ევროკავშირის შემთხვევაში მხარდაჭერის მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 45%, ნაწილობრივ მხარს უჭერს, ნაწილობრივ – არა 28%, ხოლო 14% წინააღმდეგია.

რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, გამოკითხულთა 19% მხარს უჭერს აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, 24% ნაწილობრივ მხარს უჭერს, ნაწილობრივ – არა, 38% კი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.

კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვას საქართველოში CRRC-საქართველო, ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტის ფარგლებში ატარებს. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მასშტაბით. კავკასიის ბარომეტრი რეგიონული პროექტია – გამოკითხვა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთნაირი მეთოდოლოგიით ტარდება და მონაცემების შედარების საშუალებას იძლევა. აღნიშნული გამოკითხვა საქართველოში 2008 წლიდან ყოველწლიურად და 2013 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,244 ნახვა
%d bloggers like this: