პუბლიცისტი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 1929 წლის პარიზული გამოცემის ფოტოს აქვეყნებს, სადაც Martial et Armand-ის ერთ-ერთი კაბის მოდელი “ტიფლისი” -თ არის დასათაურებელი.
“1929 წელია. საქართველო საბჭოეთში ჩაკეტილი და მაინც პარიზულ შავ კაბას – ჰქვია “ტფილისი”.
მოდების ჟურნალი “Art – Goût – Beauté, Feuillets de l’ élégance féminine”,
Juin 1929, No. 106, 9e Année, p.10, 1929″-წერს ლაშა ბაქრაძე.
კომენტარებში ფეუსბუქმომხმარებლები სხვადასხვა ვარაუდებს გამოთქვამენ.
ლაშა ბაქრაძე: ვიღაც ქართველის ხელი ურევია. რამდენი რამ არ ვიცით. ან კაი ფრანგის ქალი ტფილისში რომ სამკერვალო ჰქონდა 1921მდე და დიდი ნოსტალგია 1929-ში.
ნანა კობალაძე: ეს, ალბათ, მოდის ინდუსტრიაში მომუშავე ქართველი მოდელების გავლენა იყო… მერი შერვაშიძე, მელიტა ჩოლოყაშვილი, სხვებიც კოკო შანელთან მუშაობდნენ… ეს პუბლიკაცია ძალიან საინტერესოა, რადგან წერენ, რომ “პატარა შავი კაბა” კოკო შანელის შექმნილია…