სოციალური ქსელები და მედია

ამ წუთიდან შევუერთდი უმუშევართა არმიას – საბანკო ვალდებულებები და გაურკვეველი ხვალინდელი დღე….

Nusagi

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სამსახურის გარეშე დარჩა, ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მაკა რაზმაძე: ამ წუთიდან შევუერთდი ჩვენი ქვეყნის უმუშევართა დიდ არმიას.

მახსოვს წლების წინ როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი,ტყვიებზე მივდიოდი, ომის წინა ხაზზე ვიყავი- დეპეშა მივიღე სამსახურიდან ხვალიდან ნუღარ მოხვალ აქ აღარ მუშაობო, დეჟავიუ…სე ლა ვი…
ახლაც ასე დეპეშასავით ორსიტყვიანი სმს და სრულიად შეცვლილი ცხოვრება.საბანკო ვალდებულებები, დავალიანებები და გაურკვეველი ხვალინდელი დღე….
თუმცა ესაა ცხოვრება და როგორც ადრე არც ახლა მეშინია .არც ახლა დამაკარგვინებს სახეს გაჭირვება როგორც აქამდე არ დამაკრგვინა.არც ახლა ვაპირებ სხვებზე გადაბრალებებს და სხვების საქციელებზე ლაპარაკს.
კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა და კიდევ ერთხელ ვდგავარ უცნობი მომავლის პირისპირ….კიდევ ერთხელ მომიწევს თავიდან დაწყება და ძველი ტკივილების გადავიწყება…
კიდევ კარგი შორს წასვლა არ მომიწევს ისედაც სულ ხალხი ვიყავი მეც და ხალხად დავრჩები-ჩვენ ერთნი ვართ და ერთად ყველაფერს გადავიტანთ! რაც მთავარია ღირსებით და ღირსეულად გადავიტანთ როგორც აქამდე და როგორც ყოველთვის
ადიოს ,,იბერია,,..

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,804 ნახვა
%d bloggers like this: