საზოგადოება

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თბილისში შიშველი გადადგილდებოდა პოლიციამ 200 ლარით დააჯარიმა.

Nusagi

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თბილისის ქუჩებში შიშველი გადადგილდებოდა   საპატრულო პოლიციამ 200 ლარით დააჯარიმა. საპატრულო პოლიციის განცხადებით აღნიშნული მამაკაცი სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მუხლის საფუძველზე დააჯარიმეს.

აღნიშნული მუხლი საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქმედებას ითვალისიწნებს, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება).

შიშველი მამაკაცის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,244 ნახვა
%d bloggers like this: