ახალი დამატებული

ბავშვს კუნთები აქვს მკვდარი და სივდება, დედას სიმძიმის გამო ბავშვი ორჯერ დაუვარდა და ფეხი მოსტყდა

Nusagi
დღეს კიდევ ერთი დედა-შვილის მძმე ისტორია მოვისმინეთ, თქვენ რომ არ გაგიზიაროთ სხვანაირად დახმარებასაც ვერ შევძლებთ.
მარიამი 11 წლისაა და 70 კილოგრამს იწონის. ეტლში ზის და დედას იმდენად უჭირს მისი მოვლა, რომ სიმძიმის გამო ორჯერ დაუვარდა და ბავშვს ფეხი მოსტყდა. ბავშვს აქვს თანდაყოლილი მეოპათია, კუნთოვანი დისტროფია.
ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ კუნთები აქვს მკვდარი და სივდება. სიმძიმე აწვება ფილტვებს და იწვევს ფილტვების დახურვას. ამის გამო ბავშვი მუდმივად ხვდება საავადმყოფოში, თვეში 5-ჯერ მაინც.
მარიამს სჭირდება რეაბილიტაცია, რომ ფილტვები აუმუშავდეს, ცოტა იკლოს წონაში. სახელმწიფომ დააფინანსა მარიამის რეაბილიტაციის კურსი, თუმცა მარიამი რეაბილიტაციაზე მაინც ვერ დადის, რადგან დედა-შვილი ცხოვრობს კოჯორში, სოციალურ საცხოვრებელში. კოჯორიდან თბილისამდე მარიამის ტრანსპორტირება ტაქსით დღეში 40 ლარი ჯდება, რაც დედას არ გააჩნია

მათი შემოსავალი თვეში 130 ლარია.
მარიამის დედა:

_“მარიამი ვერც სკოლაში დადის, სახლშია გამოკეტილი მთელი დღეები. ისიც იცის რომ დიდხანს ვერ იცოცხლებს, ეს უკვე გააზრებული აქვს, მაგრამ დარჩენილი წლები რომ შევუმსუბუქო იმისთვის ვიბრძვი.”

მეგობრებო, მარიამისთვის გვჭირდება სულ რაღაც 400 ლარი, რომ 10 დღიანი რეაბილიტაცია გაიაროს და კოჯორიდან თბილისამდე ჩამოვიდეს
დანიშნულებაში მივუთითოთ მარიამი

www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD).
ჩარიცხვა აპარატიდან:

თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ “სხვადასხვა”-> “ქველმოქმედება” -> “დედების ფონდი”
სხვა დანარჩენი აპარატებიდან:
საბანკო მომსახურება -> იურიდიული პირი -> პირადი ნომერი 01003016433 -> დაბადების თარიღი 05.08.1986 -> ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ).
საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :დედების ფონდი
საქართველოს ბანკი
GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი:
GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი:
GE08HB0000000000473608
ლიბერთი ბანკი
GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი0901700483

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,874 ნახვა
%d bloggers like this: