კულინარია

ნინო კვაჭანტირაძე: ნამდვილი გლინტვეინის რეცეპტი

ნამდვილი გლინტვეინის რეცეპტი

ალბათ, წელსაც უთოვლო ზამთარი ექნება თბილისს, არა და, როგორ უხდება თოვლს და სიცივეს გლინტვეინი. ესაა არომატული, სურნელოვანი, სასარგებლო სასმელი და თუ რატომ, ამაზე გლინტვეინის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტები გაგვცემენ პასუხს. მოკლედ, 1 ლიტრ ნატურალურ – გაუმაიმუნებელ შავ ღვინოში ჩავყაროთ 1 ცალი კანიანად დაჭრილი ფორთოხალი, 1 ცალი ვაშლი, ერთი ცალი ლიმონი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 2 ცალი დარიჩინის ღერო, 4-5 ცალი მიხაკი, ნახევარი ჭიქა ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი, დავუმატოთ 200 გრამი სურნრლოვანი ჩაის ნაყენი , შემოვდგათ ქურაზე და მივიყვანოთ ადუღებამდე( გაითვალისწინეთ, არ უნდა აგიდუღდეთ, რომ მთელი სასარგებლო ამბები და ვიტამინები შეინარჩუნოს) ბოლოს, დავუმატოთ 200 გრამი კონიაკი.

უნდა დაპატიჟო ყველაზე გემრიელი, თბილი, ტკბილი, მონატრებული ადამიანი, უნდა ჩამოუსხა შენი გლინტვეინი, ჩამოუჯდე , წრუპოთ და იჭუკჭუკოთ ნათელ დღეებზე და მოგონებებზე და მიხვდები რა სასიამოვნო სითბო შემოგეხვევა. წელიწადში ერთხელ ღირს გლინტვეინობის მოწყობა, მაშინაც კი, თუ თოვლი არ მოვა!!!

ნინო კვაჭანტირაძე

Facebook Comments