პოსტები სოციალური ქსელიდან

რამდენიმე დღის წინ ,,ოცნების” გულანთებული აქტივისტი გოგონები ერთიანად გაათავისუფლეს სამსახურიდან

Nusagi

“ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ქართულ ოცნებაში არსებობს ტერმინი “ნამდვილები”. “ნამდვილობა” პატივია, არაფრით ჩამოუვარდება დამფუძნებლობას. საინტერესოა, დღეს რას ნიშნავს სიტყვა “ნამდვილები” ოცნებისთვის?

ჩემთვის “ნამდვილები” ნიშნავს იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილთან ომში თავიდანვე ჩაერთო და ბოლომდე გადადო თავი, ჯანმრთელობა და სიცოცხლე ნაცების დიქტატურის მოშორებისთვის, ვინც არ შეშინებულა, არ მოსყიდულა და არაფერზე დახურდავებულა. ვისაც თავისი წილი ანგარიში არ მოუთხოვია იმ გამარჯვებიდან, რომელიც 2012-ის ოქტომბერში მოვიტანეთ.

ჩემთვის “ნამდვილებში” ის აქტივისტები მოიაზრებიან, ვისაც არ სჯერა ჯალათების გამოსწორების და პორტირებული ნაცების, ვინც მიიჩნევს, რომ კოჰაბიტაცია ვერ მოხდება მხოლოდ ჩინოვნიკების “ელიტარული კოჰაბიტირებით”, რადგან დანარჩენ საზოგადოებაში იგივე პროცესები არ დაწყებულა, იმ მარტივი მიზეზით, რომ სამართალს არ უზეიმია, მხოლოდ რამდენიმე მაღალჩინოსნის დაჭერით სამართლიანობა არ აღმდგარა და თეთრი ლაქები არ წაშლილა.

ჩემთვის “ნამდვილები” ის გულანთებული აქტივისტები არიან, ვისაც დღესაც სჯერა, რომ შესაძლებელია ქართული ოცნების ახდენა და ქვეყნის სწორი გზით განვითარება. ჩემთვის “ნამდვილები” არიან ის აქტივისტები, რომლებიც გამარჯვების შემდეგ მიავიწყდათ ჩინოსან თანაგუნდელებს, მაგრამ ისინი თავს მაინც გუნდის წევრებად მიიჩნევენ, რადგან თავად იყვნენ გუნდის შემქმნელები.

ჩემთვის “ნამდვილები” არიან ის გოგონებიც, რომლებიც 24 საათი მუშაობდნენ ჯალათებისგან ალყადარტყმული ოცნების შტაბის ქოლცენტრში. თამთას, თეოს, ნინოს ოჯახებმაც არ იცოდნენ, რა ბედი ელოდათ გოგონებს არჩევნებში მარცხის შემდეგ, მაგრამ ესმოდათ, თუ რამხელა მნიშვნელობა ქონდა ბრძოლას, შტაბის და საზოგადოების კომუნიკაციას. ქოლ ცენტრის მუშაობა განსაკუთრებით სახიფათო იყო ბოლო კვირებში, როცა შტაბში მხოლოდ მართლა “ნამდვილები” დარჩნენ, ვირთხები კი სახლებში შეძვრნენ. 
მოკლედ, ეს კამიკაძე გოგონები რამდენიმე დღის წინ ერთიანად გაათავისუფლეს სამსახურიდან. გადაწყვეტილების მიმღებებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ გაათავისუფლეს “ნამდვილები”. ისინი გაათავისუფლა სხვა “ნამდვილების” და პორტირებული ნაცების ელიტარულმა კოჰაბიტაციამ. და ეს ერთეული შემთხვევა არ არის.

როგორც ჩანს “ნამდვილებში” არსებობს ორველისეული “უფრო ნამდვილების” ჯგუფიც, სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რა დატვირთვა აქვს ამ ტერმინს _ “ნამდვილები”. სხვა შემთხვევაში გუნდურობა არ გამოდის. გუნდურობა კი აუცილებელია ერთობლივი ბრძოლისთვის. გამოდის რომ იდეებიც არ არის ერთიანი და ამიტომაც არის რომ არსებობს ოცნების “ნამდვილების” ელიტური გუნდები და უბრალო “ნამდვილები”.

პრინციპში, გუნდურობის შემთხვევაში “ნამდვილების” ტერმინი ვერც გაჩნდებოდა, თუ იყო გუნდი, იქნებოდა გუნდური სოლიდარობაც და ყველა ნამდვილი იქნებოდა, არ გახდებოდა ამ ტერმინის გამოგონების საჭიროება.

“ნამდვილობის” მორალურ შემადგენელს შევეშვათ, პრაგმატულადაც რთული იქნება მხოლოდ “კოჰაბიტირებული ელიტარული სინამდვილის” შენარჩუნება. ოცნება ვერ იარსებებს მხოლოდ “ელიტარი ნამდვილებითა” და პორტირებულებით, და თუ ესეთი იდეა ვინმეს მოუვიდა თავისი ყოფის გასამარტივებლად, ვერ განახორციელებს. შეუძლებელი იქნება ერთდოულად “ელიტური კოჰაბიტაციაც” და გარეთ ნამდვილების აქტივის შენარჩუნებაც. პორტირებით, სამსახურებითა და შეღავათებით ნაყიდი აქტივი კი დაქირავებულ ჯარს გავს, არასდროს იცი, როდის დაგახურდავებს.
მოკლედ, ამ წერილის მორალი იმაშია, რომ ტერმინი “ნამდვილებში” არ იძებნება მორალი… ან შესაძლოა უკვე ტერმინიც აღარ იძებნება”-წერს გიორგი უძილაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,769 ნახვა
%d bloggers like this: