სასამართლოზე, 3 ქალიშვილის მამა ბრალდებულ ლარი ნასარზე თავდასხმას შეეცადა

პარასკევს დილით,  სასამართლოს სხდომაზე გამოსვლისას, რენდალ მარგრეივზი, სამი ქალიშვილის მამა, რომლებსაც აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ექიმი, ლარი ნასარი სექსუალურად ავიწროვებდა,  ბრალდებულზე თავდასხმას შეეცადა, თუმცა ამის საშუალება მას სამართალდამცავებმა არ მისცეს და მარგრეივზს ბორკილები დაადეს.

მარგრეივზის ერთ-ერთმა ქალიშვილმა მორგანმა ჩვენება წინა სხდომაზე მისცა, დღეს კი მის ორ ქალიშვილს მოუსმინეს. მარგრეივზმა მოსამართლეს თხოვა, 5 წუთით  ბრალდებულ ნასართან მარტო დაეტოვებინა, მოსამართლემ უარი განაცხადა. რის შემდეგაც მამამ მხოლოდ 1 წუთი ითხოვა. როცა ამაზეც  უარი მიიღო, ბრალდებულისკენ გაექანა და მასზე თავდასხმას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა გზა გადაუღობეს და დააპატიმრეს.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ტანვარჯიშის ნაკრების ყოფილი ექიმის, ლარი ნასარის წინააღგმდეგ, სასამართლოში 140-ზე მეტმა ქალმა შეიტანა სარჩელი. მას ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების სექსუალური შევიწროვება ედებოდა ბრალად.

ნასარი სასამართლომ დამნაშავედ სექსუალური ხასიათის ათ ეპიზოდში ცნო. მის წინააღგმდეგ ჩვენება  156-მა ქალმა მისცა.

ნასარის მსხვერპლებს შორის არიან ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონები – მაკკეილ მარონი, გეიბი დუგლასი და სიმონ ბაილზი.

აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ ბრალდებულს 175 წელი მიუსაჯა.

Facebook Comments

ახალი დადებული