პოლიტიკა

უნდა დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა, საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ

Nusagi

დროა, საქართველოში დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, მეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დროა შეიცვალოს, როგორც მთავრობის ავტოპარკში არსებული მანქანების ფერი – შავი, ისე თავად ავტომანქანები გახდეს ეკოლოგიურად სუფთა.

„მინდა გამოვეხმაურო იაპონიის მთავრობის მიერ გაწეულ დახმარებას მთავრობისადმი. ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 96-ვე მანქანა გადაგვეცა საპატრულო პოლიციისთვის, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. საუბარია ჰიბრიდულ და ელექტრო მანქანებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ იაპონიის მთავრობისგან და კორპორაცია “მიცუბიშისგან“ საჩუქრად მიიღო. ეს არის მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და ჩვენ გვინდოდა, რომ საპატრულო პოლიცია ყოფილიყო პიონერი და ამ მიმართულებით პირველი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ იაპონიის მთავრობის ჩართულობით. მინდა ასევე მოგმართოთ და მივმართო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ მე მგონია, დროა, საქართველოში დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, არ დაგიმალავთ და მეც. ეს არის რაღაც გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა. ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება პარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი ვთქვათ.

ვფიქრობ, რომ დროა, გადავიდეთ პირველ რიგში, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ პირველ რიგში, მინისტრების დონეზე, მაგრამ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ ეს, მათ შორის, ძალოვან უწყებებსაც. არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცველმა. ამიტომ ეს დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანადათან ყველგან გავრცლდება. ამას ჩვენ ერთბაშად ვერ გავაკეთებთ, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ მინისტრებმა დავიწყოთ და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც. მე მქონდა დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან საუბარი, რომ დელეგაციების დახვედრისას, თუ ამას ეტიკეტი მოითხოვს, ამ შემთხვევაში შეიძლება გამონაკლისი დავუშვათ, სხვა არც ერთი შემთხვევა არ იქნება ჩემთვის მისაღები. მგონია, რომ შავი მანქანების ეპოქა უნდა დავასრულოთ. საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ. არ მგონია, რომ უსაფრთხოების კუთხით კომპრომისს უკავშირდებოდეს სხვა ფერის მანქანით მოძრაობა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს საპილოტე ნაბიჯი, რომელიც შსს-ში განვახორციელეთ და ეს დიდი საჩუქარი იყო იაპონიის მთავრობისგან, თანდათან მთელ მთავრობაში მივიღოთ იგივე სტანდარტი და უარი ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,057,123 ნახვა
%d bloggers like this: