საზოგადოება

ავთო გამაგრდი! ძალა ერთობაშია!- კვირას, 4 თებერვალს 16:00-დან, პეტრიაშვილის #1

Nusagi

კვირას, 4 თებერვალს 16:00-დან, პეტრიაშვილის #1-ში , ანტიშფოთში ავთო კიკნაველიძის მხარდასაჭერი გამოფენა გაიმართება. მეგობრები და სკოლელები (მე-6 საავტორო სკოლა)   ხელნაკეთ ნივთებს და ნახატებს გასაყიდად გამოიტანენ. მათ ცნობილი არტისტები თავისი ნამუშევრებით შეუერთდებიან.

თვენახევრის წინ, რუსთაველის გამზირზე, ავარიაში 5 სკოლის მოსწავლე მოყვა. მათ შორის 17 წლის ავთო კიკნაველიძე. ავთოს მეგობრებს საბედნიეროდ თითქმის არაფერი დაუშავდათ. ავთოს სამწუხაროდ არ გაუმართლა – დაუზიანდა ზურგის ტვინი და ყველა კიდური წართმეული აქვს. უკვე 2 თვეა სიცოცხლისთვის იბრძვის.

გერმანიის ერთ-ერთი კლინიკა იძლევა იმედს, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვერდში დავუდგეთ ავთოს და შანსის გამოყენების საშუალება მივცეთ.

ავთო ჯერ ისეთ ეტაპზეა, რომ ეტლსაც ვერ მოიხმარს, თუმცა საღ გონებაზეა და სრულად იაზრებს თავის მდგომარეობას..

ავთო, გამაგრდი!

     

– – – – – – – – – –

 საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400

(საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33),

 თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003.

მიმღები – მერაბ კიკნაველიძე (Merab Kiknavelidze)

(ანგარიშები მულტისავალუტოა. ნებისმიერი ვალუტის ჩარიცხვაა შესაძლებელი)

 მამის პირადი ნომერი: 01019024633 (მერაბ კიკნაველიძე).
მოგეხსენებათ, პირადი ნომრის მითითებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი თანხის ჩარიცხვა.

 მშობლების ტელეფონის ნომრები:

555 610 033 (ნათია გოგოჭური)
‭592 610 033‬ (მერაბ კიკნაველიძე)

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,919 ნახვა
%d bloggers like this: