საზოგადოება

გამოიძახეს სასწრაფო, არ მოვიდა და მე თვითონ დავიბადე- ჟირინოვსკის ყველაზე დამრტყმელი ციტატები

Nusagi

ჟურნალმა ELLE-მ რუსი პოლიტიკოსის და  რლდპ-ს შეუცვლელი ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის ყველაზე ცნობილი ციტატები გაიხსენა.

 “უკვდავი გამონათქვამის  -“დედა რუსი მყავს, მამა იურისტი” ავტორმა  ცხოვრების მანძილზე უფრო მეტი ილაპარაკა, ვიდერე გააკეთა, გთავაზობთ მუდამ ჩაუძირავი  პოლიტიკოსის, ყველაზე დამრტყმელ ციტატებს-წერს გამოცემა.

“ამ წლიდან შემოგვაქვს სქესობრივი ცხოვრების ნორმატივები: კვარტალში ერთხელ. პორნოგრაფიის, სხვადასხვა ფილმების და კასეტების გავლენით ახალგაზრდა თაობას გამოუმუშავდა ნორმა: რაც მეტი, მით უკეთესი. რაც იშვიათად, მით უკეთესად. და მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს ურთიერთ სიმპატია სტანდარტი: კვარტალში ერთხელ, წელიწადში 3-4-ჯერ საკმარისია. “

“დასავლეთი იღუპება, ის ვეღარ მრავლდება, უკანასკნელი, რაც მას დარჩება, ეს რუსი გოგონებია”

“ქალი უნდა იჯდეს სახლში, იტიროს, კეროს და საჭმელი აკეთოს”

” პუშკინი უბედური იყო, სჯობდა, საერთოდ არ ყოფილიყო”

“ქალთა ფსიქიატრიულები მთელ ქვეყანაში -და კაცები გამოჯანმრთელდებიან.”

“ადამიანს სიცოცხლე ერთხელ ეძლევა და ის მან ქალაქ სოჭში უნდა გაატაროს”

“არა, ის (ცოლი) უბედურია, მე ხომ მას იგნორს ვუკეთებ. არ მაქვს დრო მისთვის. ყველა ეს სულელური ჩვევები. 30 წელი თავში სულელური ფრაზები: ჩექმა, ქურქი, ჩექმა, ქურქი…. მე ვეუბნები: “გადაშალე პუშკინის ზღაპარი მებადურზე და ოქროს თევზზე. ესაა შენი ბოლო” . ეს ყველა ქალის ბოლოა”

“ბავშვობაში მშრალი ღვინო მეც ფხვნილი მეგონა”

“უნდა აიძულო ხელისუფლება დაამთავროს  ჩიტების გადაფრენა! არავითარი გადაფრენები! დარჩნენ სამხრეთში! დახოცეთ ყველა ჩიტი! დავაყენოთ ჩვენი ჯარი სოჭიდან ყირიმამდე და  ჩიტები უნდა დავტოვოთ იქ, სადაც არიან. ეს ხუმრობა არ გეგონოთ! ეს ომის წარმოების ყველაზე თანამედროვე მეთოდია. როცა ეს უწყინარი ჩიტები დაფრინავენ ქვეყნებში, იმ ქვეყნების დიდი ნაწილი სურსათის გარეშე რჩება და ხალხი იხოცება”

“ჩვენ სხვა ორიენტაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვჭირდება”

“სამწუხაროდ, სექსს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს”

“სიკვდილამდე, ყოველთვის მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, სასაფლაოდანაც მივიღებ! იქიდანაც მოგცემთ ნიშანს, სად ვწევარ”

“რატომ აიძულებთ ბავშვებს ინგლისურის სწავლას? ისწავლონ კალაშნიკოვის აგებულება და მთელი მსოფლიო რუსულად ალაპარაკდება”

თუ “მაკდონალდსი” კარგია, ჩვენი ხალხი 57 წლის ასაკში რატომ კვდება?

“დედები ბიჭებს ვერაფერს ასწავლიან, რადგან თვითონ ბიჭები არ ყოფილან”

“გამოიძახეს სასწრაფო. არ მოვიდა და მე თვითონ დავიბადე”

“მახსოვს, ერთმა გოგონამ მოირბინა ჩემთან, მე მისი მესმის, მას შევუყვარდი, მაგრამ ვერაფრით ვუშველიდი

“მე რუსი კლინტონი ვარ, იგივე განათლება, იგივე მანერები, იგივე ასაკი”

“მე ის ვარ, რაც ვარ, ამაშია ჩემი ხიბლი”

 

ELLE

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,904 ნახვა
%d bloggers like this: