მოგზაურობა

გაფრთხილება მათთვის, ვინც ტაილანდში დასვენებას აპირებს

Nusagi

თუ ტაილადში აპირებთ გამგზავრებას, უნდა იცოდეთ, რომ მარჯანთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ. როგორც ჩანს, ამის შესახებ არ იცოდა რუსმა ტურისტმა ქალმა, რომელიც ამჟამად ტაილანდის ციხეში იმყოფება.

ტურისტი ქალი კარონის პლიაჟის მახლობლად, ფუკეტეში (ტაილანდი) მაშინ  დააკავეს, როდესაც ის მარჯნის გათეთრებას ცდილობდა. გოგონას ჯარიმა 20 ათასი ბატი,(700 dolari) , ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ინფორმაციას The Phuket News ავრცელებს.

მეზობელმა, რომელიც 20 წლის ლილია კარმანოვას მიერ ნაქირავებ ბუნგალოსთან ცხოვრობდა, დაინახა, როგორ ცდილობდა გოგონა მარჯნის გათეთრებას სპეციალური ხსნარით და პოლიციას შეატყობინა.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა  გამხსნელში მოთავსებული მარჯნები იპოვეს და და ტურისტი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, ის  ამჟამად იზოლატორშია მოთავსებული. ტაილანდში მარჯნის შენახვა კანონით იკრძალება.

 

 

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,897 ნახვა
%d bloggers like this: