ხელოვნება და კულტურა

ლედი გაგამ მსოფლიო ტურნე ძლიერი ტკივილების გამო შეწყვიტა

Nusagi

ამერიკელმა პოპ-მომღერალმა ლედი გაგამ ძლიერი ტკივილების გამო რამდენიმე ქალაქში კონცერტები გადადო. ამის შესახებ განცხადებას Twitter-ზე მისი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“სამწუხაროდ, ლედი გაგა ძლიერი ტკივილებისგან იტანჯება, რაც ცოცხლად შესრულების საშუალებას არ აძლევს”-ნათქვამია განცხადებაში.

კონცერტები ჩაიშალა ნაწილობრივ ლონდონში, პარიზში, ბერლინში, კოპენჰაგენში, რიო-დე-ჟანეიროში, მანჩესტერში.

თავის მხრივ, მომღერალმა აღნიშნა, რომ იმ დონემდეა გამოფიტული, რომ აღწერა არ შეუძლია. ექიმები მას გამოჯანმრთელებას სახლის პირობებში ურჩევენ.

2017 წლის სექტემბერში ლედი გაგა თეძოს არეში მწვავე ტკივილებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომღერალმა განაცხადა, რომ თეძოს სახსარში ქრონიკულ ტკივილებს ინფრაწითელი საუნის საშუალებით ებრძვის.

2013 წელს ტურნეს დროს, გაგამ თეძოს ძვალი მოიტეხა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რის შემდეგაც ქრონიკული ტკივილები დაეწყო.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,474 ნახვა
%d bloggers like this: