სპორტი

ქართველმა მოციგურავეებმა პოლონეთში ოქროს მედლები მოიპოვეს

Nusagi

პოლონეთის ქალაქ ტორინში სენიორებს, იუნიორებსა და ნოვისებს შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე და თავისუფალ პროგრამებში გამოსვლა გამარჯვებით დაასრულეს და საერთო ქულათა ჯამით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ტურნირზე იუნიორების კატეგორიაში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას მოცეკვავე წყვილი ასპარეზობდა.

წყვილმა 15 ქვეყნის 21 მოციგურავე წყვილს შორის გაიმარჯვა.

ჯამში ტურნირზე 20- ზე მეტი ქვეყნის 100 -მდე მოციგურავე მონაწილეობდა.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,195 ნახვა
%d bloggers like this: