საზოგადოება

მევალეს გამო, 5 შვილის დედა თვენახევარია სარდაფშია გამოკეტილი

Nusagi

სოციალურად დაუცველი 5 შვილის დედა უკვე თვენახევარია, პრაქტიკულად ციხეშია – ქალბატონი მევალემ სარდაფში გამოკეტა, ჩაუჭრა დენი და წყალი. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.

20 კვადრატული სარდაფი არის ერთადერთი საცხოვრებელი, რაც სოციალურად დაუცველ ქალს დარჩა. მისთვის პატიმრობა არავის მიუსჯია, თუმცა, უკვე 45 დღეა, 20 კვადრატულ სარდაფშია ჩაკეტილი და გარესამყაროს მხოლოდ  ერთი პატარა სარკმელით უკავშირდება. 5 შვილის დედა, თამუნა თოდუა, სარდაფში საცხოვრობლად მას შემდეგ გადავიდა, რაც ბინიდან იპოთეკარმა გამოასახლა.

სარდაფში გადასულ ქალბატონს ბინის ახალმა მფლობელმა ნატო კაკალაძემ ჩაუჭრა წყალი და ელექტროენერგია. სარდაფს ვერ ტოვებს, რადგან ამისთვის მისი ყოფილი ბინა უნდა გაიაროს და იცის, რომ ახალი მეპატრონე უკან დაბრუნების უფლებას აღარ მისცემს. მრავალშვილიანი ოჯახი კერძო იპოთეკარმა სახლიდან 15 დეკემბერს გამოასახლა. თამუნა თოდუა ამბობს, რომ ეს არის მევახშეთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ სხვისი ქონება იაფად ჩაიგდონ ხელში და შემდეგ სარფიანად გაყიდონ.

ბინის ქვეშ მდებარე სარდაფი ცალკე ფართად იყო დარეგისტრირებული და ამიტომ საცხოვრებლად მიწის ქვეშ გადავიდა და იზოლაციაში აღმოჩნდა. თამუნა თოდუასთან შესვლას ვერც მისი ადვოკატი ახერხებს. უფლებადამცველმა სასამართლოს ამ საკითხის მოგვარების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა. საჩივარი ჯერ წარმოებაში მიღებული არ არის. იპოთეკარი არ მალავს, რომ თოდუას მიერ სარდაფის დატოვების შემთხვევაში, მას უკან შესვლის უფლებას არ მისცემს.

სამოქალაქო კოდექსის სამეზობლო სამართლის თავში მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეზობელს გზასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს, მეორე მეზობელი ვალდებულია, ეს საშუალებები მას მიაწოდოს. ეზღუდება თუ არა სარდაფში გამოკეტილ თამუნა თოდუას საკუთრების უფლება, ეს სასამართლომ უნდა განსაჯოს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,864 ნახვა
%d bloggers like this: