პოლიტიკა

ირაკლი იმნაიშვილი: დღე, რომლმაც ჩემი ცხოვრებაც შეცვალა-13 წლის წინ, ამ დღეს…

Nusagi

ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “ინფო ფოსტალიონი” უცვლელად გთავაზობთ.

ირაკლი იმნაიშვილი: დღე, რომლმაც ჩემი ცხოვრებაც შეცვალა

13 წლის წინ, ამ დღეს გადაცემა “არჩევანის ზღვარზე”, ჩვენ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით კითხვები დავსვით. ეს კითხვები დღესაც აქტუალურია.

ოფიციალური ვერსიით: პრემიერი მოიწამლა გაზის გამათბობლიდან გაჟონილი გამონაბოლქვით.

სინამდვილეში, იმ ღამეს, თბილისის იმ უბანს სადაც პრემიერი გაზისგან “იგუდებოდა”, ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. ( წყარო: თბილგაზის ხელმძღვანელი 2005 წელს David Morchiladze )

2005 წლის 3 თებერვალი დაიწყო ძალიან უჩვეულო საუბრით. ტელეკომპანია “მზის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ინგა დადიანმა, დილით განაცხადა, რომ (1) ეს იყო უბედური შემთხვევა და (2) პრეზიდენტის კანცელარია არ თვლის საჭიროდ ეს ვერსია ვინმემ ეჭვის ქვეშ დააყენოს.

ჩემი შეკითხვა: როდიდან უნდა გავითვალისწინოთ სახ. კანცელარიის სურვილი – იგნორირებული იყო.

რუსთავი 2-მა პირნათლად შეასრულა კანცელარიის დირექტივა და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ შეკითხვას უსვამდნენ ყველა სტუმარს : – როგორ გაიცანით ბატონი ზურაბი?

“იმედმა: ეთერიდან მოხსნა ყველა პოლიტიკური პროექტი.

ყველა არხზე ტრიალებდა ივანე მერაბიშვილის ( შსს მინისტრი ) დილის 6 საათზე გაკეთებული კომენტარი – ეს იყო უბედური შემთხვევა.

ექსპერტიზის პირველი რეზულტატები მხოლოდ ცხრა საათის შემდეგ – 15 საათზე გახდა ცნობილი.

მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი – პირველადი საექსპერტო მონაცემებით, ჟვანიას სისხლში CO-ს შემცველობა არ იყო სიკვდილისათვის საკმარისი.

მონაცემების შესაბამისად – პრემიერი უნდა ყოფილიყო რეანიმაციაში და არა მორგში. მონაცემები მალევე შეცვალეს.

გადაცემაში “არჩევანის ზღვარზე” ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო რა მოხდა სინამდვილეში.

სააკაშვილის მაშინდელმა მრჩეველმა დანიელ კუნინმა, გადაცემის ეთერში ყოფის დროს დაურეკა გიგა ბოკერიას და რამდენჯერმე გაუმეორა:
-We have to stop it! We have to kill this spin.

ამის მერე დაიწყო ჩვენს გუნდზე მიზანმიმართული ზეწოლა.

არხზე მალევე გამოჩნდა სააკაშვილის გუნდის წევრი, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, რომელმაც არხზე რეორგანიზაცია დაიწყო.

გადაცემა დახურეს. “არჩევანის ზღვარი” ჩაანაცვლა გადაცემა “ტაბუმ” არაპოლიტიკურმა ტელე-ტაბლოიდმა.

მალევე მომიწია ოჯახთან ერთად საქართველოდან წასვლა.

13 წლის წინ, ამ დღეს, მე და ჩემი შესანიშნავი გუნდი ვიდექით ურთულესი არჩევანის ზღვარზე და ძალიან მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ.

უდიდესი მადლობა: Michael Basiladze Nino Zhizhilashvili Maco Tsilosani. ჟურნალისტებს სტუდიაში: Goderdzi Sharashia Jabraili Sasaxlidan Vako Avaliani Eka Shanidze Giorgi Tskhvitava ჩვენი დამდგმელი რეჟისორი Kakha Bukhrashvili და მთელი საეთერო ჯგუფი. ( მომიტევეთ თუ ვინმე გამომრჩა ).

P. S იმ მასალებზე დაყრდნობით რაც უკვე ცნობილია, (ბინას არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი, ბინაში ფანჯარა არ იკეტებოდა, რის გამოც CO-ს საკმარისი კონცენტრაცია ვერ დაგროვდებოდა [FBI- ის დასკვნიდან]. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება შეუძლებელია ყოფილიყო უბედური შემთხვევა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,703,171 ნახვა
%d bloggers like this: