საზოგადოება

SOS! მომხმარებელმა გაყინული ქათმის კანქვეშ,  შავი გრძელი ჭიები აღმოაჩინა

Nusagi

მომხმარებელმა გაყინული ქათმის კანქვეშ,  შავი გრძელი ჭიები აღმოაჩინა. როგორც ირმა ბერძენიშვილმა “ინფო ფოსტალიონთან” განაცხადა,   გაყინული ქათამი  დღეს შეიძნა,    სანამ მიკროტალღურ ღუმელში გასადნობად შედებდა, კანქვეშ შავი წვრილი ხაზები შენიშნა, რამაც მისი თქმით, დააეჭვა.

“როდესაც ქათამი გალღვა, უკვე კარგად გამოჩნდა, რომ ეს ძარღვები არ იყო, კანი რომ გადავხსენი, უამრავი დაკლაკნილი შავი არსება ვნახე. სწორედ ისეთი, ინტერნეტში რომ ვრცელდება ვიდეოები საშიშ პარაზიტებზე, . რეაგირების ჯგუფში უკვე დავრეკე და ყველაფერი ვუთხარი, იმედია მიიღებენ ზომებს, თუმცა მანამდე სოციალურ ქსელშიც დავწერე და თქვენი სააგენტოს მეშვეობითაც მინდა გავრცელედეს, რომ ადამიანები გაფრთხილდნენ.

ვინ იცის, დღეს რამდენმა იყიდა ეს ქათამი და რამდენმა ბავშვმა ჭამა. ჩემთვის უცნობია, რა სახის პარაზიტთან გვაქვს საქმე, ანადგურებს თუ არა თერმული დამუშავება, ან საშიშია თუ არა  ხელთათმანის გარეშე შეხება. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას მოვუწოდებ, ვისაც ეს ეხება, დროულად მიიღონ ზომები, რადგან სანამ ქათამი გაყინულია,  შავი ხაზები  შესაძლოა, ბევრმა დიასახლისმა ვერც კი შეამჩნიოს .ეს არ ჰგავს სალმონელოზს , ეს ძალიან საშიშ პარაზიტს ჰგავს,   “-გვითხრა ირმა ბერძენიშვილმა .

  

დამატება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ირმა ბერძენიშვილმა კვლავ მოგვმართა და შესწორების შეტანა გვთხოვა. მისი თქმით სხვა შენაძენში აერია და გაყინული ქათამი, რომელშიც სავარაუდოდ პარაზიტები აღმოაჩინა, “კარფურში” კი არა, ფანასკერტელის ქუჩაზე ერთ-ერთ მარკეტში შეიძინა.  ასევე შეცდომაა მწარმოებლის დასახელებაში . “ნორიოს” მაგივრად “ბიუ-ბიუ” უნდა იყოს. ინფორმაცია ასევე დაზისტებულია რეაგირების ჯგუფთანაც.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,106 ნახვა
%d bloggers like this: