ვაინშტეინი მისი მეგობრის, უმა ტურმანის საქციელით გულდაწყვეტილია

 

მსახიობმა უმა ტურმანმა გაზეთ The New York Times-თან ინტერვიუს დროს, პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე ისაუბრა.

მისი მტკიცებით, ვაინშტეინმა ის პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში დაპატიჟა და საუნაში ერთად შესვლა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ, ისინი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ. პროდიუსერი “შეეცადა ტურმანს ზემოდან დახტომოდა, გენიტალიები ეჩვენებინა და სხვა უსიამოვნო რაღაცეები გაეკეთებინა”.

მოგვიანებით, ვაინშტეინის წარმომადგენელმა ბენ ბრაფმანმა The Hollywood Reporter-თან განაცხადა, რომ პროდიუსერი მართლაც ცდილობდა მსახიობთან დაახლოებას, თუმცა მასთან ფიზიკურ კონტაქტს კატეგორიულად უარყოფს. “ვაინშტაინი გულდაწყვეტილი და შეწუხებულია, რატომ ელოდა მისი მეგობარი და კოლეგა, ქალბატონი ტურმანი 25 წლის გასვლას, რომ ის დაედანაშაულებინა”-აღნიშნა მან.

უმა ტურმანმა მთავარი როლები ითამაშა ვაინშტეინის კომპანიის პროდიუსერობით გადაღებულ ფილმებში “მაკულატურა” და “მოკალი ბილი” .

2017 წლის ოქტომბერში, ათობით ქალმა ვაინშტეინს ბრალი დასდო სექსუალურ შევიწროვებაში და გაუპატიურებაში. მათ შორის არიან კარა დელევინი, ლეა სეიდუ და ანჯელინა ჯოლი. ამ სკანდალის ფონზე ჰოლივუდში მასობრივად დაიწყეს სხვა მსგავს შემთხვევებზე საუბარი.

 

Facebook Comments

ახალი დადებული