საზოგადოება

პროკურორ მილენა მითაიშვილს ძიძები, ქმარი და სახლის მეპატრონე უპირისპირდებიან

Nusagi

ნინო ბოჭორიშვილი პირველია, ვინც პროკურორ მილენა მითაიშვილს დაუპირისპირდა, მანამდე იგი მილენას შვილს უვლიდა. ძიძა პროკურორის კანონდარღვევაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მითაიშვილის სახლი, სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.

,,მე განუწყვეტლივ მომმართავდა ამ სიტყვებით ,,იდი ნახ**”, გათბობის გადასახადი თუ მოვა ბევრი, შენ დაგიქვითავო , ჩემთვის გაუგებარი იყო რატომ უნდა დაექვითა ჩემი ხელფასიდან. მართმევდა ტელეფონს ძალით და ჩემი ვაიბერიდან ლანძღავდა საკუთარ ქმარს. ბოლოს უკვე რომ შევწუხდი, ვუთხარი საყვედური , რა უფლებით იქექებოდა ჩემს ტელეფონში, ჩემს პირად სმსბს კითხულობდა, ერთხელ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი და გამოიძახა პატრული. პატრულის თანდასწრებით მაიძულებდა, რომ მეთქვა თითქოს მისი მეუღლე მე მაგინებდა და შეურაცხყოფებს მაყენებდა, ვუთხარი, რომ არ შემეძლო  ამის გაკეთება და მოტყუება, ის კი მეუბნებოდა -,,რა, არ ბოზდები?”- აცხადებს ნინო ბოჭორიშვილი ტელეკომპანია “იმედთან” .

“იმედს”   მილენა მითაიშვილის ყოფილმა ძიძამაც ესაუბრა, ისიც აცხადებს, რომ მას მილენა ტელეფონს ართმევდა და მასთან შემომავალი ზარები საკუთარ ტელეფონში ქონდა გადამისამართებული, ზუსტად ამის გამო მოხდა, რომ ავადმყოფი დედის შესახებ  შეტყობინება არ გაეგზავნა.

მილენა მითაიშვილი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ძიძებმა პირი შეკრეს და მათ უკან მისი ყოფილი მეუღლე რივერა ბენდელიანი დგას. ,,ერთ- ერთი ძიძა, ნინო ბოჭორიშვილი არის, ჩემი ყოფილი ბრალდებულის, კახა შველიძის მეუღლე, რომელიც 2013 წელს დაკავებული იყო ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, რომელსაც ბრალდება მე წავუყენე. შესაბამისად სრულიად ნათელია მისი მხრიდან აღნიშნული დაინტერსება და შურისძიების მოტივი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოვითხოვ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას”-აცხადებს მილენა მითაიშვილი.

სახლის მეპატრონე, სადაც მილენა ამჟამად ცხოვრობს, მისგან 3 თვის ქირის გადახდას ითხოვს, თუმცა მილენას არ სჯერა, რომ სახლი აღნიშნული პიროვნებისაა და ეჭვი აქვს, რომ მესაკუთრე მისი ყოფილი ქმარია.

კიდევ ერთი ფაქტი, რითაც პროკურატურა დაინტერესდა, ქრთამის.შესაძლო აღებაა, მილენა მითაიშვილი სამსახურიდან ახლა წასულია, მან გენერალურ ინსპექციას დაასწრო და  2 თებერვალს სამსახურიდან გათავისუფლების შეასხებ განცხადება დაწერა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა სტატუსი ექნება მილენა მითაიშვილს. რომელიც ამჟამად ბრალდებების ადრესატიცაა და მომჩივანიც.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,864 ნახვა
%d bloggers like this: