Uncategorized

სამი გოგო, ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ნაცების დამარცხებაში, რამდენიმე დღის წინ უსამსახუროს დარჩნენ

Nusagi

ფონდ „ქართუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აგვისტოს შემდეგ უმუშევარია, ცოტა ხნის წინ კი “ქართული ოცნების” აქტივისტი გოგონები, რომლებმაც “ქართული ოცნების” გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს,  ასევე უსამსახუროდ დატოვეს. 

“ძალიან ბევრი ადამიანი დაიბნა ჩემი სტატუსის გამო და ძალიან ბევრი შეტყობინება მომიდის, მადლობა თქვენ თბილი სიტყვებისთვის.
დაბნეულობა გამოიწვია სტატუსმა, რადგან ჩემი ფბ მეგობრების 90%მა არ იცოდა, რომ მე აგვისტოს შემდეგ ვარ უმუშევარი:) ალბათ ეს არც გაჟღერდებოდა ამ დონზე, რომ არა ერთი ფაქტი… ჩემი სამი მეგობარი, სამი გუნდელი, სამი მებრძოლი, სამი თანაპარტიელი, სამი ადამიანი, ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ოცნების გამარჯვებაში და ნაცების დამარცხებაში, რამდენიმე დღის წინ დარჩნენ სამსახურის გარეშე.

არ იდარდოთ გოგოებო ყველაფერი კარგად იქნება✌🏾ალბათ დაფასდებოდით რომ არ გებრძოლათ მაშინ როცა დრო იყო, რომ ზოგიერთებივით სახლებში გამოკეტილიყავით, ან ზოგიერთებივით ფულის კეთება დაგეწყოთ, ან დაგზარებოდათ შრომა, ან ერთგულები არ ყოფილიყავით, ეს ყველაფერი რომ შეგესრულებინათ სამსახურებიც გექნებოდათ დღეს და ბევრად ,,კარგადაც” იქნებოდით.

თუმცა ასეთები რომ არ ხართ მაგიტომ ხართ ჩემი მეგობრები და სწორედ ამიტომ მეამაყებით,  თქვენთან ვარ ბოლომდე”-წერს ლეკა მენაბდიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

ცნობისთვის, ლეკა მენაბდიშვილის პოსტში საუბარია სტატუსზე, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა:

“6 წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია…
1.ნაცებთან კოაბიტაცია წარმატებით მიმდინარეობს…
2.ათ ლარად 4 ბოთლ ზეთს ყიდულობ…
3.ტენდერებში იგებს ის კომპანია ვისაც კარგი ლობისტი ჰყავს…
4.სამსახურებიდან უშვებენ პარტიულ,ერთგულ ადამიანებს და ასაქმებენ ნაცებს ან მათ ვინც ომის პერიოდში სახლებში ისხდნენ…
5.გუნდურად მუშაობა არ იციან…
6.კანონმდებლები ხელფასს იღებენ,თუმცა კანონებს არ ცვლიან,მგონი გადახედვასაც არ აპირებენ…
7.გააკრიტიკებ მათ? ნაცად გნათლავენ…არაფერი შეგეშალოთ ნაცები გვერდით გიზით,გადახედეთ აბა გვერდით მჯდომს!!! მიიღეთ ჯანსაღი კრიტიკა და ნუ გგონიათ ყველა ჩასაფრებული მტერი,მტერი ის არის ვინც ყველაფერზე ტაშს გიკრავთ
და კიდევ ვიცი ბევრი ამ აზრზეა ,თუმცა რაღაცეების გამო თავს იკავებთ გამოხატოთ თქვენი აზრი,მე ბოდიში მაგრამ ვერ გავამართლებ თქვენს სიჩუმეს ვერაფრით,ხვალ ან ზეგ შენ იქნები რიგში…”-წერდა ლეკა მენაბდიშვილი 31 იანვრის სტატუსში. 

გოგონების სამსახურიდან გათავისუფლებას გიორგი უძილაურიც გამოეხმაურა. მისი თქმით, გოგონები, რომლებიც 2012 წელს სიცოცხლის რისკის ფასად “ოცნებას” გამარჯვებაში ეხმარებოდნენ, დღეს პორტირებულების და კოჰაბიტირებულების გადაწყვეტილებით, უმუშევრები დატოვეს. 

“გოგონები, რომლებიც 24 საათი მუშაობდნენ ჯალათებისგან ალყადარტყმული ოცნების შტაბის ქოლცენტრში- თამთას, თეოს, ნინოს ოჯახებმაც არ იცოდნენ, რა ბედი ელოდათ გოგონებს არჩევნებში მარცხის შემდეგ, მაგრამ ესმოდათ, თუ რამხელა მნიშვნელობა ქონდა ბრძოლას, შტაბის და საზოგადოების კომუნიკაციას. ქოლ ცენტრის მუშაობა განსაკუთრებით სახიფათო იყო ბოლო კვირებში, როცა შტაბში მხოლოდ მართლა “ნამდვილები” დარჩნენ, ვირთხები კი სახლებში შეძვნენ.
მოკლედ, ეს კამიკაძე გოგონები რამდენიმე დღის წინ ერთიანად გაათავისუფლეს სამსახურიდან.”-წერს გიორგი უძილაური.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,828 ნახვა
%d bloggers like this: