საზოგადოება

ხალხმა ექიმებს კორიდორი გაუკეთა, ერთადერთი ვინც მათ ხელს უშლიდა, ჟურნალისტები იყვნენ

Nusagi

მეტროსადგურ “ვარკეთილში”, ჭერის ჩამოშლის შედეგად მომხდარი არეულობის თვითმხილველი ნუგზარ ჭონქაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინციდენტის შესახებ ყვება.

“როდესაც ვარკეთილის მეტროდან საკაცეებით ამოჰყავდათ დაზარალებულები, შეკრებილმა ადამიანებმა კორიდორი გაუკეთეს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს. ერთადერთი ვინც გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ და გზას კეტავდნენ იყვნენ ჟურნალისტები და მათი ოპერატორები, რომლებიც გაშმაგებით ცდილობდნენ კადრების და ინტერვიუების აღებას. ეს არ არის მოგონილი ამბავი, ჩემი თვალით ვხედავდი თუ როგორ უგულებელჰყოფდნენ ექიმების თხონას რომ გაეტარებინათ.
ეს არის ელემენტარული მოქალაქეობრივი თვითშეგნება რომელიც უნდა გააჩნდეს ყველას და პირველ რიგში იმათ, ვინც მუდმივად აქცენტებს აკეთებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის არქონაზე ქვეყანაში.
კარგი იქნება, თუ ჟურნალისტური ქარტიის მესვეურები გააკონტროლებენ საკუთარი კოლეგების ქცევის ნორმებს და რაღაც ელემენტარულ ეტიკეტის ჩარჩოებში ჩასვამენ.
სასწრაფოს, სახანძროს და პოლიციას ყველა უნდა უთმობდეს გზას, ჟურნალისტი იქნება ეს თუ პრეზიდენტი.”-წერს ნუგზარ ჭონქაძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,659 ნახვა
%d bloggers like this: