ნატალი ვუდის საიდუმლოებით მოცულ სიკვდილის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა

ლოს ანჯელესის პოლიციის უფროსის წარმომადგენელმა ნიკოლ ნიშიდამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის, ნატალი ვუდის გარდაცვალების საიდუმლოებით მოცულ საქმეში ახალი მოწმეები გამოჩნდნენ , რომელთა ჩვენება ” იახტაზე მომხდარ ამბავს სხვანაირად წარმოაჩენს”. ინფორმაციას dailymail ავრცელებს.

გამოძიების “სამიზნე” ნატალი ვუდის ყოფილი მეუღლე მსახიობი რობერტ ვაგნერია. შერიფის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტის მონაწილეები ადრე “ბევრ რამეს ბოლომდე არ ამბობდნენ” იმის შესახებ, თუ რა მოხდა მსახიობის სიკვდილის დღეს იახტაზე.

1981 წლის ნოემბრის ბოლოს, ნატალი ვუდი (ცნობილი თავისი როლებით ფილმებში “ვესტსაიდის ისტორია”, “უმიზეზოდ ამბოხებული” და სხვ.) მეუღლესთან და კიდევ ორ ადამიანთან ერთად კუნძულ სანტა-კატალინადან იახტაზე სასეირნოდ გაემგზავრა. იახტა სახელად “Splendour” მას და მის მეუღლეს, რობერტ ვაგნერს ეკუთვნოდა. ბორტზე მათ გარდა კიდევ 2 ადამიანი იმყოფებოდა,  კაპიტანი და წყვილის ახლობელი, მსახიობი კრისტოფერ უოქენი, რომელთან ერთადაც 1981 წელს ნატალი ვუდი ფანტასტიკური ჟანრის ფილმში  გადაიღეს.

იახტაზე ყოფნის დროს ვუდი დაიკარგა, მეორე დღეს კი მისი გვამი სანტა-კატალინას მახლობლად, სანაპიროზე იპოვეს. მსახიობს საღამური და ხალათი ეცვა. სამივე მამაკაცი, რომლებიც იახტაზე იმყოფებოდნენ, ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას იძლეოდნენ, თუმცა ორ კვირიანი გამოძიების ბოლოს, სიკვდილი უბედურ შემთხვევად შაფასდა.

გამოძიება 2011 წელს განახლდა-  ნატალი ვუდის დამ და ასობით სხვა ადამიანმა პეტიციას მოაწერეს ხელი, სადაც მსახიობის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის ხელახალ გამოძიებას ითხოვდნენ. იახტის კაპიტანმა კი განაცხადა, რომ 1981 წელს გამოძიებას ადვოკატების წნეხის გამო, დაუმალა უმნივნელოვანესი დეტალი- ნატალი ვუდმა და მისმა მეუღლემ ვუდის გაუჩინარებამდე იჩხუბეს, რა დროსაც ვაგნერმა ბოთლი დაამსხვრია. ამის შემდეგ პოლიციამ გამოძიების განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

6 წლიანი ძიების შემდეგ, ირკვევა, რომ ჩხუბის დროს უოქენმა თავის კაიუტას მიაშურა, კაპიტანი კი ცოლ-ქმრის გაშველებას ცდილობდა, თუმცა ვაგნერმა მას წასვლა უბრძანა. ჩხუბის მიზეზი ეჭვიანობა გახდა: იმ დროს, , როდესაც ვაგნერს ეძინა,  ნატალიმ და კრისტოფერმა ნავით სანაპიროსკენ გასცურეს და რესტორანში ივხშმეს. ვაგნერმა გაღვიძებისთანავე სანაპიროდან ნავი გამოიძახა და რესტორანში მათ შეუერთდა, ამის შემდეგ სამივე, ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფნი, იახტაზე დაბრუნდენენ, სადაც ვაგნერმა ეჭვიანობის სცენა მოაწყო.

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ კრისტოფერ უოქენმა მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი არ არის, ცოტა ხნის წინ, ადვოკატი დაიქირავა. ვაგნერი ახლა 87 წლისაა, ის ჯერჯერობით კომენტარებისგან თავს იკავებს.

ნატალი ვუდი, რომელიც ადრე ნატაშა ზახარჩენკო იყო, რუსი და უკრაინელი ემიგრანტების ოჯახში გაიზარდა. 1957 წელს ცოლად გაჰყვა ცნობილ მსახიობს რობერტ ვაგნერს. მათ ურთიერთობას პრესა იდეალურს უწოდებდა.

5 წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ნატალიმ ახალი სიყვარული იპოვა- ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი უორენ ბიტი. მოგვიანებით ვაგნერი წერდა, რომ უორენ ბიტის მოკვლა უნდოდა. 1972 წელს ნატალი და რობერტი კვლავ დაქორწინდნენ, ორ წელიწადში მათ ქალიშვილი შეეძინათ.

“ჩვენ ისე გავაგრძელეთ ცხოვრება, თითქოს არასდროს დავშორებულვართ-იხსენებს ვაგნერი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში- ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხებოდით, ნორმალურია ასეთი ბედნიერება?”.

 

Facebook Comments

ახალი დადებული