ეს საინტერესოა

სიზარმაცე ხასიათში გადაგივიდათ? 7 რჩევა მისი დაძლევისთვის

Nusagi

სიზარმაცის დამარცხება შესაძლებელია.  გთავაზობთ 7 ხერხს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ.

1. სიზარმაცეს რომ სძლიოთ,  არაფერი არ  აკეთოთ.

მართლა…. დადექით ოთახის შუაგულში და არაფერი არ გააკეთოთ, არაფერი. არ ჭამოთ, არ იფიქროთ, არ უსმინოთ მუსიკას, არ წამოწვეთ. 15 წუთი არ იქნება გასული, რომ აუცილებლად მოგინდებათ საქმეს მოკიდოთ ხელი.

2. სულ 5 წუთის საქმეა

აიძულეთ თავი, წაიმუშავოთ 5 წუთი. ეს გაცილებით იოლია, ვიდრე საქმის დაწყება და იმის ფიქრი, რომ ამას შეიძლება, მთელი დღე დასჭირდეს. 5 წუთი ყველაფრის ატანა შეიძლება , ამავე დროს სავსებით საკმარისია, რომ დაიწყოთ საქმის კეთება, ვინაიდან ვეღარ გაჩერდებით.

3. დიდი საქმე დაყავით ნაწილებად.

შეუძლებელია უცბად დიდი დავალების შესრულებას მოჰკიდოთ ხელი. დაყავით პატარ-პატარა ნაწილებად. ეს გაცილებით იოლია.

4. ძირს რუტინა!

ყველაფერი აკეთო იმისთვის, რომ არ დაიწყო საქმის კეთება? ჭამა, ჭურჭლის რეცხვა, მაღაზიაში წასვლა, ახალი ამბების გადათვალიერება, მეგობრების ბლოგების თვალის გადავლება. ხომ იცით, რომ ეს ყველაფერი ძირითადი საქმისგან მოგაცდენთ და მხოლოდ თავისუფალ დროს უნდა გააკეთოთ.

5. მიხედეთ საქმეს დილიდან.

ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან, “ტოროლებად” და” ბუებად”.  ბუ როგორც წესი, მთელი დღე ზარმაცობს, ათასგვარ ხრიკებს იგონებს, რომ საქმის დაწყება საღამოსთვის გადადოს. ძვირფასო ბუებო, თქვენ დღისითაც მშვენივრად შეძლებთ საქმის კეთებას , ოდნავ თავს ძალას თუ დაატანთ.

6. წაახალისეთ საკუთარი თავი.

ყველანაირი შრომა უნდა იყოს წახალისებული, ამიტომ, ნაყოფიერი შრომის დროს მნიშვნელოვანია, დროულად წაახალისოთ თავი. გააკეთეთ  საქმის ნაწილი? მოიწყვეთ შესვენება, მიირთვით ყავა საყვარელ კრეკერთან ერთად, გაისეირნეთ, ან უბრალოდ, შეისვენეთ 5 წუთი.

7. არ გადადოთ შემდეგი დღისთვის.

“ხვალ”-ეს კვირის ყველაზე მძიმე დღეა, რადგან ჩვენ ყოველთვის ხვალისთვის ვდებთ გასაკეთებელ საქმეებს. თუ გინდათ ცხოვრების შეცვლა, ყველაფრის თავიდან დაწყება, ნუ გადადებთ საქმეს ხვალისთვის. გააკეთეთ ის ახლავე – ხვალ სხვა აუცილებელი საქმე გამოჩნდება და ამას უბრალოდ, ვეღარ მოასწრებთ. გვიანიც რომ იყოს, მაინც დაიწყეთ. დაწყებულის დამთავრება გაცილებით ადვილია, ვიდრე ახლის დაწყება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,397 ნახვა
%d bloggers like this: