ახალი დამატებული

ბაღებში სამუშაო პროცესი შესაძლოა 20:00 საათამდე გაიზარდოს

Nusagi

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანი კახაბერ გვანცელაძე ამბობს, რომ ბაღებში სამუშაო პროცესი შესაძლოა 20:00 საათამდე გაიზარდოს. ამის შესახებ მან N37-ე ბაგა-ბაღში გამართულ შეხვედრაზე თქვა. მისი თქმით, 18:00 საათზე ბავშვების ბაღებიდან გაყვანა დასაქმებული მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამჟამად, სააღმზრდელო საათების გახანგრძლივების შესახებ კონცეფცია მუშავდება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ბაღებში კვების რაციონისა და მენიუს ცვლილებას. კახაბერ გვანცელაძის თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საქართველოს მთავრობის N487-ე დადგენილების მიხედვით მოქმედებს, ხოლო მენიუ, რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის შედგენილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,879 ნახვა
%d bloggers like this: