ხელოვნება და კულტურა

გული დაგვწყდა, რომ ჩვენი ნამუშევრების სანახავად კულტურის სამინისტროდან არავინ მოვიდა

Nusagi

რამდენიმე დღეა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე  #68-ში, ფოლკლორის ცენტრის შენობაში, მიმდინარეობს საეკლესიო ნაქარგებისა და ოქრომკედით შესრულებული ქართველ მეფეთა სამოსის გამოფენა სახელწოდებით-„ხელნი ესე ჩემნი მსახურებდნენ უფალსა“ .

ქართული ხელოვნების ისტორიაში დეკორატიული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს შორის ნაქარგობას (საეკლესიო და საერო) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მისი ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეებს. ახალი ერა ქართული მხატვრული ქარგვის ისტორიაში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო. უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით, სამონასტრო ცხოვრების ტიპიკონში, ხელსაქმეს უდიდესი ადგილი დაეთმო. სწორედ მისი უწმინდესობის დავალებით და კურთხევით ამ სფეროში თავისი მოღვაწეობა დაიწყო დედა თამარმა (ერისქალობაში ეთერ უროტაძემ), რომლის ხსოვნასაც ეძღვნება ეს გამოფენა.

მეუფე იოანეს დავალებით დედა თამარი საქართველოს სასულიერო აკადემიის სახელოსნოს ხელმძღვანელად დაინიშნა, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.

გამოფენაზე, რომელიც ქალბატონ დარიკო ჩიხლაძის, ხელოვნებათმცოდნე იზოლდა მელიქიშვილის და ლიანა ანიაშვილის ორგანიზებით მოეწყო, წარმოდგენილია სამების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები, პედაგოგ ელისაბედ ჩაჩანიძის ხელმძვანელობით.

   გამოფენის ორგანიზატორი დარიკო ჩიხლაძე

საგამოფენო დარბაზს დღეს ,,ინფო ფოსტალიონი” სტუმრობდა და ამ უნიკალური ნამუშევრების ავტორების ვინაობით და შემოქმედებით დაინტერსესდა.  როგორც ჩვენთან საუბარში გამოფენის მონაწილეებმა აღნიშნეს, ხვალ ექსპოზიციებს აიღებენ და გამოფენა დასრულდება, თუმცა გული წყდებათ, რომ არც კულტურის სამინისტროს და არც მერიის წარმომადგენელი მათი ნამუშევრების სანახავად ჯერ არ მისულა.

.  ახალგაზრდა მქარგავი მირიან ცინცაძე

,,ამ დღეებში არ წყდებოდა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი სტუმრების ნაკადი, საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავდა გამოფენაზე წარმოდგენილი ნიმუშებით, იყო ბევრი კითხვები, ბევრმაც სურვილი გამოთქვა ჩვენთან დაეუფლოს ხელოვნების ამ მიმართულებას. არ შემიძლია არ აღვნიშნო,  რომ ასეთი გამოფენები იშვიათია, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ხშირად მოვაწყოთ.  ფართში, სადაც ახლა ვიმყოფებით   ყველას აქვს საშუალება უფასოდ გამოფინოს ნამუშევრები. ჩვენც ჩავეწერეთ და დადგა ეს სანატრელი დღეც, რომელსაც 1 წელია ველოდებით. ძალიან გვინდოდა  სტუმრად მოსულიყო კულტურის სამინისტრო და ენახა ჩვენი ნამუშევრები, ასევე დიდი პატივისცემით მოვიწვიეთ თბილისის მერია, გავაგზავნეთ აფიშები, მოსაწვევები, მაგრამ ძალიან გვწყდება გული, რომ არც კულტურის სამინისტროდან და არც ქალაქის მერიიდან თუნდაც ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, ვინც დროს ნახავდა და გვეწვეოდა გამოფენაზე. ჩვენ მათგან არანაირ არც გვერდით დგომას და  ფინანსურ დახმარებას არ ვითხოვთ, გაგავახარებდა მათი თვალით დანახული და შეფასებული სამადლო საქმე, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით… რა ვიცი, ხვალ ბოლო დღე გვაქვს გამოფენის და იმედი არ გვაქვს, რომ ხვალ მაინც გვესტუმრება ვინმე. გულწრფელად გეუბნებით, რომ ძალიან დაგვწყდა გული”- ამბობს ინფო ფოსტალიონთან საუბარში ქალბატონი დარიკო ჩიხლაძე და აქვე აღნიშნავს, რომ გეგმაში აქვთ გაზაფხულზე  ნამუშევრები  ქალაქ ქუთაისში წარმოადგინონ, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემათ. ..

   .  . 

 .  . 

 .  . 

 …

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,916 ნახვა
%d bloggers like this: