უცხოური მედია

თვითმკვლელებმა ტერორისტული აქტის მოწყობა გადაიფიქრეს და პოლიციას ჩაბარდნენ

Nusagi

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პროვინცია გილმენდში, თვითმკვლელი ტერორისტი პოლიციას ჩაბარდა. მისი თქმით, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, “კინაღამ ტერორისტული აქტი ჩაიდინა”. ამის შესახებ ქვეყნის შს სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, დაბა მუხტორში, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა მამაკაცი და განაცხადა, რომ თალიბანის მებრძოლებმა მას ნარკოტიკების მიღება აიძულეს და ტერორისტული აქტის მოწყობა დაავალეს. აზუსტებენ, რომ მამაკაცს ამჟამად პოლიცია იცავს.

მანამდე, ნადალის რაიონში, იმავე პროვინციაში სამართალდამცველ ორგანოებს კიდევ ერთი ტერორისტი-დეზერტირი ჩაბარდა, რომელმაც ტერორისტული აქტის ჩატარება გადაიფიქრა.

ისლამისტური მოძრაობა თალიბანი 1994 წელს შეიქმნა ავღანეთის ომის დროს. 1996-2001 წლებში თალიბები ავღანეთის სახელმწიფოს სათავეში იყვნენ,  ჩამოგდების შემდეგ კი 2001 წელს პარტიზანული ომი დაიწყეს სამთავრობო ძალების და ნატოს წინააღმდეგ პაკისტანსა და ავღანეთში.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,971 ნახვა
%d bloggers like this: