ცნობილი ნევროლოგი, ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, გოგიტა გეგელაშვილი გარდა იმისა, რომ უძლიერესი ექიმია, მუსიკალური ნიჭითაცაა დაჯილდოებული. ცოტა ხნის წინ მაყურებელმა ის ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტშიც იხილა, სადაც ორკესტრს დირიჟორობდა. დაძაბული დღის შემდეგ ბატონმა გოგიტამ არაჩვეულებრივი გართობა იცის. ” ნევროპათოლოგი კომუნისტების დროიდან შემორჩენილი ტერმინია, ჩვენს პროფესიას ახლა ნევროლოგი ჰქვია”-ამბობს გოგიტა გეგელაშვილი “თუმცა ერთხელ, კოტე ყუბანეიშვილმა მითხრა, შენ ნამდვილი ნევროპათოლოგი ხარო, “ნევრო”დღისით, 6 საათამდე, მერე კი “პათოლოგიო “.
ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ ერთობა ბატონი გოგიტა საკუთარ მძახალთან, მაიკო ნოდიასთან სტუმრად, დაბადების დღეზე. ის ლუი პრიმას jast a jigolo -ს ქართულ ვერსიას არაჩვეულებრივად ასრულებს.
Facebook Comments Box