კიევის საააპელაციო სასამართლო პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის კანონიერების საკითხზე მსჯელობს.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
“რა თქმა უნდა, ეს სასამართლო არ არის. ნახეთ როგორი მხარდაჭერაა ხალხის. ხომ ხედავთ, ხალხი უბრალოდ ჩერდება ქუჩაში, მხარდაჭერა გვაქვს. ძალიან დიდი მოძრაობა აგორდა. გუშინ ყველაფერი ჩაკეტეს გზები, გადასასვლელები და ნახეთ რამდენი ხალხი მოვიდა. ასე, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.მოკლევადაინად ისინი პრობლემებს შემიქმნიან. ყველაფერი შეიძლება გააკეთონ, რომ ქვეყნიდანაც გამაგდონ. შეიძლება დამიჭირონ კიდევაც, მაგრამ ამ მოძრაობას ვერაფერი შეაჩერებს. თუ იქ გამიშვენ, საქართველოში ყველაფერი ძალიან სწრაფად დამთავრდება”,-აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზი დატოვა და შენობის გარეთ მხარდამჭერებს შეუერთდა

Facebook Comments Box