ფიტნესი და წონაში კლება

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა საჭმელი მივირთვათ საუზმეზე, რომ იგი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს

Man Eating Breakfast Whilst Using Mobile Phone And Laptop

ყველას გვაქვს ისეთი  დილა, როცა არ გვშია და გადავწყვეტთ,  არ მივირთვათ საუზმე, ან უბრალოდ, არ გვაქვს დრო, სამსახურში მიგვეჩქარება. თუ ეს უკვე წესად გექცათ, სჯობს, გადახედოთ თქვენი რაციონის პრიორიტეტებს. დილა  არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დრო საკვების მისაღებად. ის გვაძლევს ენერგიას, რომელიც დღის წარმართვაში გვეხმარება, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

საუზმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმათთვის, ვისაც  დილით ადრე სამსახურში, ან სასწავლებელში ყოფნა უწევს.   მომატებული ენერგია გეხმარებათ, უკეთესად მოახდინოთ კონცენტრაცია დავალებებზე და თავიდან აიცილოთ ყურადღების გაფანტვა.

საუზმის ხშირმა გამოტოვებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გონებრივი ფუნქციების მოშლა, ვინაიდან ტვინის მთავარი “საწვავი” ნახშირწყლებია და მისი მიუღებლობა ამ ფუნქციის დაქვეითებას იწვევს.

საუზმე გვეხმარება, სწორად განვსაზღვროთ დღის რაციონის ნორმა. როდესაც ორგანიზმი მშიერია, სადილის დროს ჩვენ  მივირთმევთ იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდება, რაც იწვევს წონის არასასურველ მატებას. თუ თქვენ მიირთმევთ საუზმეს, სადილის დროს არ იქნებით მშიერი და შეძლებთ, გააკონტროლოთ თქვენი მადა.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა საჭმელი მივირთვათ საუზმეზე, რომ იგი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს.

შვრიის ფქვილი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო არჩევანია საუზმისთვის, რადგან იგი შეიცავს ნედლად გადამუშავებად ნახშირწყლებს, რომლებიც გვანაყრებს, გვაძლევს ენერგიას და აკონტროლებს შიმშილის გრძნობას.

იოგურტი, ან ხაჭო შიმშილის გრძნობის გაქრობასთან ერთად ავსებს ორგანიზმის კალციუმის რაოდენობის მოთხოვნილებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა და მოზარდ ბავშვთათვის.

მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს, სასურველია, მიირთვან კვერცხის ცილა, რადგან ის ცხიმის მინიმალურ რაოდენობას შეიცავს და მდიდარია ცილით.

საუზმეზე საჭმლის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს კალორიულ მოთხოვნილებაზე.

Facebook Comments