Advertisements

მონობიდან თეთრი სახლის დიზაინერობამდე: ელიზაბეტ კეკლის ისტორია

ელიზაბეტ კეკლი 1818 წელს, დინვიდის ოლქში, ვირჯინიაში, მონობაში დაიბადა . იგი დედასთან, აგნესთან ერთად არმისტედ და მერი ბარველების სახლში ცხოვრობდა, სადაც ელიზაბეტი მათი შვილის, ელიზაბეტ მარგარეტის ძიძად მსახურობდა. ელიზაბეტმა წერა-კითხვა დედისგან ისწავლა. აგნესმა მის გოგონას ასევე კერვაც შეასწავლა. ის ძალიან ნიჭიერი იყო, რაც მოგვიანებით დაამტკიცა კიდეც, მისი ცხოვრებისა და კარიერის მანძილზე.

Nusagi

14 წლის ასაკში ელიზაბეტი ბარველების უფროს ვაჟთან, რობერტთან გააგზავნეს საცხოვრებლად, ჩრდილოეთ კაროლინის სოფელში, სადაც იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რომლის შედეგადაც ეყოლა ვაჟი ჯორჯი. იგი საბოლოოდ გაგზავნილ იქნა სენტ ლუისში, სადაც  კერვის გამორჩეულმა ნიჭმა მას საშუალება მისცა თავისუფლება გამოესყიდა.

ელიზაბეტს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისუფალი ყოფილიყო და როდესაც ის, მისი ნიჭის წყალობით უკვე კარგად ცნობილი პიროვნება გახდა,  მშობლიურ ქალაქ დინვიდიში, 1855 წლის ნოემბერში,  შეძლო 1,200 დოლარად ეყიდა თავისუფლება მისი სენტ ლუისელი მფლობელებისგან.

როდესაც  უკვე თავისუფალი ქალი იყო, საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა, სადაც  საკუთარი სამკერვალო მაღაზია გახსნა, რომელიც მუშათა კლასს ტანსაცმლით უზრუნველყოფდა . მისი ერთ-ერთი პირველი კლიენტი იყო ქალბატონი რობერტ ლი. მეორე იყო ქალბატონი ჯეფერსონ დევისი, რომელმაც კეკლის შესთავაზა წასულიყო სამხრეთში დევისის ოჯახთან ერთად და დაჰპირდა, რომ იქ კარგი პირობები ექნებოდა. მაგრამ კეკლიმ შეთავაზებაზე უარი თქვა და ვაშინგტონში დარჩა.

1861 წელს, ელიზაბეტი შეხვდა ქალბატონ აბრაამ ლინკოლნს და დაახლოებით 15 კაბა შექმნა პირველი ლედისთვის. იგი ასევე მუშაობდა სტივენ დაგლასის ქვრივისთვის და ლინკოლნის კაბინეტის რამდენიმე წევრის ცოლებისთვის. საბოლოოდ, ელიზაბეტ კეკლიმ უკან ჩამოიტოვა ლინკოლნის კაბების მკერავი, მერი ტოდი. იგი ქალბატონ ლინკოლნის მეგობარი გახდა.

.      მერი ტოდ ლინკოლნი 1860-65

ქალბატონი ლინკოლნი აფასებდა ელიზაბეტს და მოდასთან დაკავშირებით მის რჩევებს ითვალისწინებდა. 1861 წლის 10 აგვისტოს, ელიზაბეტის ვაჟიშვილი, ჯორჯი, რომელიც მხოლოდ 21 წლის იყო, ბრძოლაში დაიღუპა. 1862 წლის დასაწყისში კი 11 წლის უილი ლინკოლნი ტიფისგან გარდაიცვალა. ამ მძიმე დანაკარგებმა ორი ქალი კიდევ უფრო დააახლოვა ერთმანეთთან. ელიზაბეტი  გვერდში ედგა ქალბატონ ლინკოლნს პრეზიდენტის მკვლელობის შემდგომ მძიმე პერიოდში და ქალბატონ ლინკოლნის თეთრი სახლიდან გადასვლის დროს.

მათი მეგობრობა მოულოდნელად დასრულდა 1868 წელს, როდესაც ელიზაბეტმა გამოაქვეყნა მოგონებები მისი ცხოვრების შესახებ, სახელწოდებით, კულისებში: ოცდაათი წელი მონობაში და ოთხი წელი თეთრ სახლში, სადაც მან მისი მონობის და ლინკოლნებთან თეთრ სახლში გატარებული პერიოდი აღწერა. მან თავისი მემუარები გარკვეულწილად ომის შემდეგ პირველი ლედის რეპუტაციის გადასარჩენად დაწერა, მაგრამ ქალბატონმა ლინკოლნმა წიგნი ღალატად აღიქვა და ყოფილ საუკეთესო მეგობართან კონტაქტი გაწყვიტა. ამის შემდეგ, ელიზაბეტმა თავისი კლიენტურის უმრავლესობა დაკარგა და გაღატაკდა. ბოლოს იგი მსახურობდა სამკერვალო ინსტრუქტორად უილბერფორსის უნივერსიტეტში.

ელიზაბეტ კეკლი ფერადკანიან ქალთა და ბავშვთა უმწეოთა ეროვნულ თავშესაფარში, ვაშინგტონში, 1907 წელს გარდაიცვალა.

 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული