განათლება

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულები კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს მიმართავენ

Nusagi

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულები კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს მიმართავენ:
“უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს ,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,ილია II-ს,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს

,,რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაჲ, რაჲთამცაკუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო! იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი. ხოლოუ კუეთუ შვილ, მკჳდრცა, მკჳდრ ღმრთისა თანა და თანა-მკჳდრ ქრისტესა. უკუეთუ მისთანა ვივნოთ, მისთანაცა ვიდიდნეთ“ ( რომ. 8, 15-17)

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო!
მოგმართავთ ღრმა პატივისცემით, კეთილკრძალულებითი მოწიწებითა და შვილობრივი სიყვარულით, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული და გულნატკენი წევრები, ქრისტეში სულიწმიდით ნაშობნი და მისით ნასაზრდოებნი!

გულდაწყვეტით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს სასულიერო სასწავლებელში, კერძოდ, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, რომელიც სამღვდელო თუ სამეცნიერო კადრების მომზადების ფორმალურ წიაღს წარმოადგენს, უმძიმესი მდგომარეობაა. რიგ პრობლემათა სიმწვავის გამო თავს მოვალედ ვთვლით მოგმართოთ რეაგირებისათვის მამობრივი მზრუნველობით განმსჭვალულ იერარქებს და გვაქვს თქვენი გულისხმიერების იმედი.

2004 წლიდან მოყოლებული (როდესაც სტუდენტთა გარკვეულმა ნაწილმა, რომელნიც წარჩინებითა და სიბეჯითით გამოირჩეოდნენ და სასწავლებლის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული მიდგომებით, სამართლიან პროტესტს გამოხატავდნენ )სასულიერო აკადემია-სემინარიში არსებული პრობლემები პერიოდულად სააშკარაოზე გამოდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ არასდროს გვარდებოდა.

2009 წლიდან, მას შემდეგ რაც სასწავლებლის რექტორად პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დაინიშნა (აღსანიშნავია, რომ მისი კანდიდატურის შემოთავაზებაც თქვენი უწმიდესობისადმი, ერთობ საეჭვო გარემოებაში წარიმართა), ვითარება უფრო გართულდა, ფატალური სახე შეიძინა და კულმინაციას 2012 წელს მიაღწია, როდესაც რექტორსა და მის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში მყოფ ზოგიერთ თანამშრომელს, ასეულობით სტუდენტი დაუპირისპირდა.
დანიშვნის დღიდან რექტორის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ სასწავლებელი კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

სასწავლებლის კრიზისული რეალობა გამოიხატება შემდეგში:
1. სტუდენტთა დაშინება, რაც მათში ნაცვლად ქრისტიანულისა მონური ფსიქიკის ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნის.

2. სტუდენტთა ფიზიკური და მორალური შეურცხყოფა; ძალადობა ხელით შეხებით და უშვერი სიტყვებით;

3. .,,ურჩ“ პედაგოგთა სახალხოდ და უმკაცრესად დასჯა, რაც გამოიხატა მათი ლექციებიდან ჩამოშორებითა და ავტორიტეტის შელახვით; განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლება მიღებული პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი კანდიდატები;

4. სამეცნიერო საბჭოს ფიქტიური არსებობა (რექტორის პირადი მოსაზრება, საბჭოს გადაწყვეტილებაზე, შინა განაწესსა და ქცევის კოდექსზე მაღლა დგას, რის გამოც საბჭოს შეკრებები სავსებით უფუნქციო და აზრს მოკლებულია);

5. სტუდენთა საერთო საცხოვრებლის უმძიმესი, ანტისანიტარიული და ანტიჰიგიენური მდგომარეობის ფონზე, ძვირადღირებული ავტომანქანის (55 000 ლარის ღირებულების) სასწავლებლის საბიუჯეტო სახსრებით შეძენა (სახეზეა სავარაუდო კორუფციისა და ფინანსური მანიპულაციის ნიშნები) რომელიც ძირითადად რექტორის პირად კომფორტს ემსახურება;

6. რექტორის მიერ სასწავლებლის ფინანსური რესურსის სათავისოდ, არამიზნობრივად განკარგვა და გამოყენება;

7. არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური პირების დასაქმება სამასწავლებლო თუ სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე;

8. სასულიერო სასწავლებლის დიპლომების (უმაღლესი შეფასებით) პროტექციითა და „ჩაწყობით“ გაცემა ისეთ პირებზე, რომელთაც სასწავლებელში საერთოდ არც არასდროს უსწავლით; მაგალითისთვის ბ-ნ. გიორგი ანდრიაძეც კმარა
9. კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი სახელით, სტუდენთა დაშინებისა და დაშანტაჟების პოლიტიკის წარმოება;

10. სტუდენტური თვითმმართველობის არარსებობა;

11. რექტორის მიერ ლექციების არამართებულად ჩატარება, ლექციაზე დაგვიანებით შემოსვლა და ლექციის ადრე დასრულება და ხშირი გაცდენა;

12. გაცვლითი პროგრამების არარსებობა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საშუალების არ დანერგვა, საზღვარგარეთის თეოლოგიურ სასწავლებლებთან თითქმის არარსებული ურთიერთობები; არცერთ საერთაშორისო ფორუმებსა თუ საღვთისმეტყველო კონფერენციებზე მონაწილეობის არ მიღება, რაც როგორც პედაგოგის ასევე სტუდენტების სწავლების ხარისხზე მწვავედ აისახება.

13. სტიპენდიის არაარსებობა და კათოლიკოს-პატრიარქის რექტორობის დროს რამდენიმე სტუდენტის სასტიპენდიო თანხების მითვისება ამჟამინდელი რექტორის – პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიერ;

14. სასწავლო ინფრასტრუქტურის, ტექნიკური ბაზისა და გამართული ბიბლიოთეკის არარსებობა ;
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, უმორჩიელსად გთხოვთ, დეტალურად გამოიკვლიოთ და გამოავლინოთ სასწავლებლის წიაღში არსებული ხარვეზები, მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება სასწავლებელის რექტორისა და ადმინისტრაციის ყველა იმ წევრის მიმართ, რომელიც რექტორის არაქრისტიანულ ქმედებებს ამართლებს და თავადაც ძალმომრეობს სტუდენტებზე.
აგრეთვე, გთხოვთ გონივრულ ვადაში შეასწოროთ და დაამტკიცოთ სასულიერო სასწავლებლის ახალი დებულება, რომელიც სტუდენტთა განვითარებისა და წარმატებისაკენ იქნება მიმართული და არა რექტორის ახირებებსა თუ დიქტატზე მორგებული.
P.შ. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, ავთენტიკური სამხილებითა და ფაქტოლოგიური მტკიცებულებებით დავადასტუროთ წერილში აღწერილი პრობლემების ნამდვილობა!
პატივისცემით:
ზვიად ცაბაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, მიუნხენის, ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მართლმადიდებლური ფაკულტეტის მაგისტრანტი
გიორგი ტიგინაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
ოთარ სხილაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, თბილისის სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი ვლადიმერ ნარსია, თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ვლადიმერ ჩიქობავა, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლევან ზივზივაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნათანიელ ერიაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტი გიორგი მგალობლიშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული სერგი შონია, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
სტეფანე ზოტოვი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
საბა ბერიძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
გურამ ლურსმანაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
დავით ჩანადირი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
ლადო წითლიძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
როსტომ კაჭახიძე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებული საღვთისმ.ინსტ.

ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდმათავრებული გიგა ამირანაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ფრიდონ ჟორჟოლიანი, თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ბესარიონ ლიპარტელიანი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული კახაბერ ჩხიკვაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლევან თოფურია, თბილისის სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი
გივი ბაქრაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული მირიან გამრეკელაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული” -ნათქვამია საჯარო მიმართვაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,904 ნახვა
%d bloggers like this: