უცხოური მედია

ყველაზე ცნობილი წვეულება, რომელიც 51 წლის წინ ჩატარდა

Nusagi

რა მოხდება, თუ თქვენ წვეულებას გამართავთ და ყველა სტუმარი მოვა? სწორედ ასე მოხდა 1966 წლის 28 ნოემბრის წვიმიან ღამეს, როდესაც  ტრუმენ კაპოტეს უახლოესი და უძვირფასესი 540 ადამიანი მივიდა წვეულებაზე, რომელსაც მწერალმა „კეი გრეჰემისა და ყველა მისი მეგობრისადმი მიძღვნილი პატარა ბალ-მასკარადი უწოდა“.

ფოტოებზე და კინოლენტაზე ასახული საღამოს კადრების გარდა, მოგონებები ამ მეჯლისზე სტუმრების მეხსიერებაშიც არის შემორჩენილი, რომლებიც 50 წლის შემდეგ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ეს იყო წვეულება, რომლის მსგავსიც საეჭვოა, კიდევ ოდესმე ვიხილოთ.

წვეულებაზე  იმ დროისთვის არადამახასიათებელი რამ ხდებოდა – განსხვავებული სოციალური სფეროების წარმომადგენელი ადამიანები ერთად იყვნენ მიწვეული. ამ „თეთრ-შავ“ წვეულებამდე არავის წარმოედგინა, რომ აღარაფერი ვთქვათ, არავინ დასწრებია ოფიციალურ წვეულებას, სადაც მიწვეული სტუმრების სია იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ იგი ერთ ოთახში იტევდა პოეტ მერიან მურს და ფრენკ სინატრას, გლორია ვანდერბილტს და ლაიონელ თრილინგს, ლინდა ბერდ ჯონსონს და ჯაიპურის მაჰარანის, იტალიის პრინცესა ლუჩიანა პინატელის (რომელსაც ჰარი უინსტონის 60 კარატიანი ბრილიანტები ეკეთა) და კინოდოკუმენტალისტ ალბერტ მეისლს.

როდესაც კაპოტემ მისი მეგობრები ღამე საცეკვაო მეჯლისზე დაპატიჟა, ის უკვე ცნობილი, მდიდარი ადამიანი იყო და კრიტიკოსების მიერ აღიარებული მისი ნაწარმოები – „ცივ სისხლში“ ბესთსელერს წარმოადგენდა. სასტუმრო Plaza-ს დიდ სამეჯლისო დარბაზში,  მეჯლისზე, რომელიც საღამოს 10 საათზე იწყებოდა, ევროპელი არისტოკრატები კამპანიას უწევდნენ რომანისტებს და მეცნიერებს; ბიუროკრატი მოხელეები შამპანურს ჰოლივუდის და ბროდვეის ვარსკვლავებთან ერთად მიირთმევდნენ; საშუალო კლასის მოქალაქეები პიტერ დაჩინის ორკესტრის მუსიკაზე ცეკვავდნენ ფოტოგრაფთან და კინორეჟისორ გორდონ პარკსთან ერთად, რომელმაც მოგვიანებით იხუმრა, რომ ის, ჰარი ბელაფონტესთან და რალფ და ფანი ელისონებთან ერთად „შავ-თეთრი მეჯლისის შავ ნაწილს წარმოადგენდა“.

იმ ორშაბათის საღამოდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, უამრავი სხვა წვეულებები გამართულა, რომლებიც ამ წვეულების ინტერპრეტირებას ან მთლიანად გადმოღებას ახდენდნენ. ახლა ძნელია იმ დროის გახსენება, როდესაც საზღვრები საზოგადოებასა და ცნობილ ადამიანებს შორის მკვეთრად მონიშნული იყო და იშვიათად ხდებოდა მისი გადაკვეთა.

ეპოქაში, როდესაც ბევრი ცნობილი სახე წვეულებებს მხოლოდ იმის გამო ესწრება, რომ  ფული გადაუხადეს და შემდეგ ინსტაგრამზე აქვეყნებენ ამის მტკიცებულებებს, გასაოცარია იმ დროის გახსენება, როდესაც ადამიანები წვეულებებზე მხოლოდ სამხიარულოდ დადიოდნენ.

“ტრუმენს ყოველთვის ჰქონდა ფანტაზია დიდებულ, გონიერ სამყაროზე, განათლებულ მსოფლიოზე, რომელთაგან თითოეული თავისებურად ძვირფასი იყო მისთვის. მისთვის საოცრად მნიშვნელოვანი იყო ყოფილიყო სამყაროს ყველა ამ ნაწილის ვარსკვლავი. ყველა იმ სოციალური ჯგუფების ნარევი ტრუმენის ოცნების აშკარა ანარეკლი იყო“- განაცხადა რობერტ სილვერსმა, New York Review of Books-ის დამფუძნებელმა. ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი, წვეულება ზღაპრულ აურას ინარჩუნებს, რომელსაც ამყარებენ ფოტოები და კინოქრონიკები, რომლებმაც აღბეჭდეს სტუმრები შავ ჰალსტუხებში, მონოქრომულ კაბებსა და Adolfo-ს ნიღბებში.

   .

თანაგრძნობის განცდა, რომელიც დამახასიათებელი იყო კაპოტეს ნაწარმოებებისათვის, ღრმად იყო ჩაბუდებული მწერლის ბუნებაში. ან იქნებ ის ამ დიდ წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრე ქჰონდა, რომელსაც ზოგიერთნი მიიჩნევენ მწერლის გაუცნობიერებელ გედის სიმღერად, საბოლოო ოქროს წუთებად, სანამ ის ნარკოტიკების და სასმელის გავლენის ქვეშ მოექცეოდა.

როგორც რედაქტორმა და გამომცემელმა, ჯეისონ ეპშტეინმა განაცხადა, 50 წლის წინანდელ იმ საღამომდე საზოგადოება აკვირდებოდა ხისტ, ჩაკეტილ ჯგუფებზე დაფუძნებულ სისტემას, სადაც ერთი მუჭა ოჯახები დომინირებდნენ და რომლებიც დიდად არ განსხვავდებოდნენ ედიტ უორტონის და ჰენრი ჯეიმსის მიერ ასახული სამყაროსგან.

“და სწორედ ამ დროს მოვიდა ქალაქში ჩამოსული ახალგაზრდა, რომელმაც დაიპყრო საზოგადოება იმ მასშტაბურობით, რითიც მან ეს წვეულება გამართა“, განაცხადა ეფშტეინმა. „ტრუმენმა შექმნა ამ ნიჭიერი, კეთილშობილი, მხიარული ადამიანების ეს ახალი კლასი და ეს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ვინღა იცის ახლა, თუ რა არის ნიუ იორკის საზოგადოება “.

ფოტოები: ტრუმენ კაპოტეს „შავ-თეთრი“ წვეულება სცენა სასტუმრო Plaza-ში ტრუმენ კაპოტემ განაცხადა, რომ მან 39 ცენტი გადაიხადა Schwarz-ის ნიღაბში, რომელიც მას მის „შავ-თეთრ წვეულებაზე“ ეკეთა 1966 წელს.

წყარო: THE NEW YORK TIMES

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,847 ნახვა
%d bloggers like this: