ახალი დამატებული

რუსეთის ქალაქებში თოვლის სტიქიამ ქუჩების პარალიზება გამოიწვია

Nusagi

მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში, ნალექის რაოდენობა ორი დღე-ღამის განმავლობაში თვიურ ნორმაზე მეტი მოვიდა. დედაქალაქში დილიდან მრავალკილომეტრიანი საცობები შეიქმნა. თოვლი ამ დრომდე მოდის, რის გამოც გზებზე შექმნილმა უმძიმესმა მდგომარეობამ მრავალი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.
საავტომობილო საცობებმა გზების პარალიზება გამოიწვია, მოყინულ გზებზე მძღოლები საჭეს ვერ იმორჩილებენ . სხვადასხვა ქალაქებში ქუჩებისა და ეზოების გაწმენდით სამუშაოებს თავად მოქალაქეები აკონტროლებენ. მერიების ინიციატივით სოციალურ ქსელებში შეიქმნა გვერდები, რომელზეც მოქალაქეები აქვეყნებენ ფოტოებს და მისამართებს, სადაც გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ,რომ თოვლის სტიქია რამდენიმე დღე გაგრძელდება.
   

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,864 ნახვა
%d bloggers like this: