სილამაზე

ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას, ყოველდღიური აბაზანისთვის 7 ვირი სჭირდებოდა

Nusagi

 

ანტიკურ მსოფლიოში, კლეოპატრას, ეგვიპტის დედოფალს საოცარ სილამაზეს მიაწერდნენ. პლუტარქე თავის ქრონიკაში – “ანტონიუსის ცხოვრება” აღნიშნავს: “თუ ვიმსჯელებთ მტკიცებულებებით, იმ ურთიერთობების შემდეგ, რომელიც მას თავისი სილამაზის გავლენით  გაიუს კეისარზე და პომპეუსის ვაჟზე, გნეუსზე მანამდე ჰქონდა, ის იმედოვნებდა, რომ უფრო ადვილად დაატყვევებდა ანტონიუსს. კეისარი და პომპეუსი კლეოპატრას იცნობდნენ მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ გამოუცდელი გოგო იყო .  ანტონიუსს კი მისი სიყვარული  იმ პერიოდში ეწვია, როდესაც ქალების სილამაზე ყველაზე მეტად ბრწყინავს”.

ამგვარი სილამაზის შენარჩუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა და ქალები ძველ მსოფლიოში იყენებდნენ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც მთლიანად ბუნებრივი, თუმცა ხშირად საკმაოდ საეჭვო ინგრედიენტებისგან შედგებოდა.

ამბობენ, რომ კანის სიცოცხლისუნარიანობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად, კლეოპატრა რეგულარულად იღებდა ვირის რძის აბაზანებს. დაახლოებით 7 ვირი იყო საჭირო მისი ყოველდღიური აბაზანისთვის საკმარისი რძით მოსამარაგებლად.

კლეოპატრა ერთადერთი არ იყო, ვინც ვირის რძის აბაზანებით სარგებლობდა; რომაელი ავტორი პლინიუსი აღწერს ვირის რძის საოცარ თვისებებს კანისთვის: “ზოგადად, ითვლება, რომ ვირის რძე ასწორებს ნაოჭებს სახეზე, კანს უფრო ნაზს ხდის და უნარჩუნებს სითეთრეს: ცნობილი ფაქტია, რომ ზოგიერთ ქალებს ჩვევად აქვთ ვირის რძით სახე ყოველდღიურად შვიდჯერ დაიბანონ და მკაცრად დაიცვან დაბანის რაოდენობა. პომპეა, იმპერატორ ნერონის მეუღლე   იღებდა აბაზანებს, რომელიც მომზადებული იყო მხოლოდ ვირის რძით. მგზავრობის დროს, პომპეას აბაზანებისთვის დედა ვირების მთელი არმია დაყავდათ თან   “.

არსებობს ცნობები, რომ ნაპოლეონის და, პაულინ ბონაპარტეც იყენებდა ვირის რძეს  კანის გასაჯანსაღებლად. ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევების მიხედვით, მისი შემადგენელი კომპონენტებია მინერალები, ვიტამინები, ცხიმოვანი მჟავები და ბიოაქტიური ფერმენტები, ვირის რძე მართლაც სასარგებლოა კანისთვის. დღეისათვის ის  ფართოდ გამოიყენება კრემებისა და საპნის წარმოებისას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,070 ნახვა
%d bloggers like this: