მილენა მითაიშვილის საქმეზე პროკურატურამ საქმის წარმოება შეწყვიტა

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის საქმეზე მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქმის წარმოება შეწყვიტა.

ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს საპროკურორო საბჭოს სხდომის შემდეგ განუცხადა.

შოთაძის განმარტებით, საქმის წარმოების შეწყვეტის მიზეზი მილენა მითაიშვილის თანამდებობის დატოვება გახდა.

“საუბარია ჩვენს ყოფილ თანამშრომელზე. მილენა მითაიშვილი აღარ არის დღესდღეობით ჩვენი თანამშრომელი. მისი განცხადება დათხოვნის შესახებ დავაკმაყოფილე. რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც მიმდინარეობს კონკრეტული მოქალაქეების მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მილენა მითაიშვილის განცხადების საფუძველზე, მის მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ფაქტზე. ეს გამოძიებები ჩატარდება ობიექტურად და საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნულ ფაქტზე ყოფილი პროკურორის მიმართ გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა სამსახურებრივი შემოწმება, რისი დასკვნაც საკონსულტაციო საბჭოზე ვეღარ გავიდა, რადგან მითაიშვილმა მანამდე დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ, რაც დავაკმაყოფილე,” – განაცხადა შოთაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული