უცხოური მედია

მორიელი, რომელიც სარეცხ მანქანაში სიკვდილს გადაურჩა, სარეაბილიტაციო კურსს გადის

Nusagi

 

ლონდონი – მექსიკაში შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, ბრიტანეთის ლანკაშირის საგრაფოში, ქალაქ როჩდეილში მცხოვრებმა ოჯახმა სამრეცხაოში უჩვეულო სანახაობა აღმოაჩინა – 8 სმ. სიგრძის ფორთოხლისფერი მორიელი. კიდევ უფრო საოცარი ის არის, რომ იმის ნაცვლად, რომ ბოლო მოეღოთ უაღრესად შხამიანი არსებისთვის, გულმოწყალე ოჯახი ცხოველთა საქველმოქმედო ორგანიზაციას, – ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის სამეფო ასოციაციას დაუკავშირდა.

BBC ავრცელებს ორგანიზაციის ცხოველების შეგროვების ოფიცრის, ჯონ გრივსის განცხადებას: „ისინი [ოჯახი] ძალიან შეწუხებულები იყვნენ მორიელის ბედით, როდესაც დაგვიკავშირდნენ, რადგან ტანსაცმელი, რომელშიც მორიელი იყო, სარეცხ მანქანაში იყო შედებული“. “მათი თქმით, მორიელი კვდებოდა. მაგრამ ის აშკარად ყოჩაღი პატარა არსებაა, რადგან ასეთ განსაცდელს გადაურჩა“.

ოჯახის ქმედებების შედეგად, მორიელი, რომელიც, სავარაუდოდ, მექსიკის უდაბნოდან არის, უსაფრთხოდ გრძნობს თავს და სარეაბილიტაციო კურსს გადის სპეციალურ სამაშველო ცენტრში და მაღაზიაში.

“თუ ის ზრდასრულია, მაშინ სავარაუდოდ ის ძალზე შხამიანი უნდა იყოს მისი ზომის და იმ პირობების გამო, რომელშიც მას უწევდა გარეთ ნადირობა,” განაცხადა გრივსმა. „მისი მტაცებლური ბუნების გაუვნებელყოფა ძალიან ძიერ შხამს მოითხოვს“.

ჯერ-ჯერობით სიტყვა არ გაჟღერებულა იმის თაობაზე, მიანიჭებს, თუ არა მისი აღმატებულება დედოფალი რაინდობას ამ შეუპოვარ ობობასნაირ ცხოველს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მორიელი ატლანტიკის ოკეანეზეზე 10-საათიან ფრენას და სარეცხ მანქანაში დატრიალებას გადაურჩა, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს ნისლიან კუნძულს წვეოდა.

ფოტო: მორიელზე ამჟამად ეგზოტიკური ცხოველების სპეციალისტი ზრუნავს ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის სამეფო ასოციაციის მიხედვით, მორიელი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს ოჯახი ვერ მიხვდა, რომ მორიელი მათ ჩანთებში მოთავსდა.

წყარო: MASHABLE

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,074 ნახვა
%d bloggers like this: