ჯანდაცვა

ოლიმპიური ჩემპიონი მადლობას უხდის გულშემატკივარს, რომელმაც მისი ხალის გამო განგაში ატეხა

Nusagi

ავსტრალიელი მოცურავე მადლობას უხდის გულშემატკივარს, რომელმაც მისი ხალის გამო განგაში ატეხა ავსტრალიელმა მოცურავემ, ოლიმპიური ოქროს მფლობელმა, მექ ჰორტონმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს, რომელმაც მოცურავის მკერდზე საეჭვო ხალი შენიშნა და ურჩია მას ხალი ექიმთან შეემოწმებინა.

ინსტაგრამის, ფეისბუქის და ტვიტერის პოსტზე 20 წლის მოცურავე წერს: “მინდა საჯაროდ გადავუხადო მადლობა პიროვნებას, რომელმაც ელექტრონული ფოსტით მოცურავეთა გუნდის ექიმს მიმართა, სადაც ის მთხოვდა, შემემოწმებინა ჩემი ხალი. კარგი გადაწყვეტილებაა, ძალიან კარგი გადაწყვეტილება“.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულია ჰორტონის ფოტო, სადაც მას ცერა თითი აქვს აწეული, მკერდზე კი გადასაკრავი აქვს, იმ ადგილას, საიდანაც მას ხალი მოაშორეს. იგი არ იძლევა დაწვრილებით ინფორმაციას, შეამოწმებინა, თუ არა ხალი და აღმოჩნდა, თუ არა იგი ავთვისებიანი.

ავსტრალიის მელანომას ინსტიტუტმა ჰორტონის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც განაცხადა: “ჩვენ მოხარული ვართ იმის გამო, რომ თქვენ გადაამოწმეთ თქვენი ხალის მდგომარეობა. მადლობა ცნობიერების ამაღლებაში დახმარებისათვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კანის შემოწმება.” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გამოაქვეყნა კომენტარი, სადაც ნათქვამია: “რა კარგია, რომ გაიზიარეთ ეს შეშფოთება. ეს თითქოს მცირე რამ არის ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ შემოწმების ჩატარებას შეუძლია თქვენი სიცოცხლის გადარჩენა. შემოწმებამ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა!“.

ჰორტონმა ოქროს მედალი 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მოიპოვა რიოს ოლიმპიადაზე, აგვისტოში. მისმა განცხადებამ ჩინელი მეტოქის მიერ ნარკოტიკების გამოყენების თაობაზე მაშინ დაპირისპირება გამოიწვია.

ავსტრალიის კიბოს ასოციაციის ვებგვერდის მიხედვით, დაახლოებით სამი ავსტრალიელიდან ორს შესაძლოა კანის კიბო დაუდგინდეს, 70 წლის ასაკამდე. ავსტრალიაში ყველა ახლად დიაგნოზირებული კიბოს დაავადებებიდან კანის კიბოზე დაახლოებით 80% მოდის და თითქმის ყველა მათგანი გამოწვეულია მზისგან დასხივებით, ნათქვამია განცხადებაში. ასოციაციის თანახმად, კანის კიბოს სიხშირე ავსტრალიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, კიბოს სხვა დაავადებებთან შედარებით ორ-სამჯერ მაღალი კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,857 ნახვა
%d bloggers like this: