უცხოური მედია

რუსეთის მოქალაქეებს უცხოეთიდან შემოსულ სტუმრებზე თვალთვალის ვალდებულება დაეკისრებათ

Nusagi

რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები ვალდებულები იქნებაინ, უცხოელი სტუმრების და პარტნიორების ქცევებს მიაქციონ ყურადღება, რათა ქვეყანაში ყოფნის მათი მიზანი და ვადები დაგეგმილის შესაბამისი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამრღვევებს ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ. ამის შესახებ გაზეთი Известия იტყობინება.

შესწორებების პროექტი შსს-ში დამუშავდა, ის სამთავრობო კომისიამ მოიწონა.

ექსპერტების აზრით, ნორმების შესრულებაზე ზედამხედველობა ადვილი არ იქნება, ამიტომ, ღია რჩება ამ წესების გამოყენების საკითხი.

შესწორებების თანახმად, ფიზიკურ პირებზე ჯარმა 2-დან 4 ათასი რუბლი იქნება, იურიდიულზე კი 400-500 ათასი. ასეთივე სასჯელი ელის მათ, ვინც თვალი ვერ მიადევნა მოწვეული სტუმრის ქვეყნიდან დროულ გასვლას.

დოკუმენტს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ და თუ მხარდაჭერილი იქნება, პარლამენტში გადაინაცვლებს დასამტკიცებლად.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,346 ნახვა
%d bloggers like this: