სამართალი

სასამართლო უნდა გაიწმინდოს ადეიშვილის ნარჩენებისგან… ჩემი მხარდაჭერა ანა დოლიძეს

Nusagi

“პირველი – ზურა ადეიშვილზე ახლო მეგობარი მე არ მყავს. მივიჩნევ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველზე ღირსშესანიშნავი საჯარო მოხელე იყო. იუსტიციის მინისტრი მეც ვიყავი, მაგრამ ზურაზე უკეთესი იუსტიციის მინისტრი საქართველოს არ ყოლია. მიუხედავად ამისა, სრულიად ვიზიარებ იმას, რომ მისი პროკურორობის და მინისტრობის დროს, სასამართლო მისი გავლენის ქვეშ იყო და ეს იყო მძიმე შეცდომა ზურასიც და უფრო მეტად, სახელმწიფოსი. დიახ, ზურას ნარჩენებისგან სასამართლო უნდა გაიწმინდოს! ეს ის ნარჩენებია, თვითონ ზურასაც რომ ასამართლებენ დღეს და სამართლიანი სასამართლოს გარეშე ტოვებენ.

მეორე – ანა დოლიძის და ჩემი ურთიერთობა ყოველთვის გამოირჩეოდა ურთიერთდაპირისპირებით და, ამავე დროს, ურტიერთპატივისცემით. დღეს მინდა ვაღიარო, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მისი კრიტიკა (არა მარტო მაშინდელი სახელმწიფო სისტემის, არამედ პირადად ჩემს მიმართაც) სრულიად ლეგიტიმური და ადეკვატური იყო. ყველაფერს დღესაც არ ვიზიარებ, თუმცა ბევრ რამეში ის სრულიად მართალი იყო და რუსთავი 2ის საქმემ ეს ნათლად დაგვანახა ყველას. გამოვხატავ სრულ მხარდაჭერას მის მიმართ და მივიჩნევ სასამართლო სისტემის ერთადერთ ნათელ წერტილად! ის, რაც ახლა მის თავს ხდება, არის სრულიად არნახული კლანური შურისძიება, არა მარტო ამორალური და არაკოლეგიალური, სრულიად უკანონო და დანაშაულებრივიც”, – წერს რუსთავი2-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,897 ნახვა
%d bloggers like this: