ხელოვნება და კულტურა

დავით ოქიტაშვილი: შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ!

Nusagi

ფოლკლორის ცენტრის შენობაში, საეკლესიო ნაქარგებისა და ოქრომკედით შესრულებული ქართველ მეფეთა სამოსის გამოფენა სახელწოდებით-„ხელნი ესე ჩემნი მსახურებდნენ უფალსა“  დასრულდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  სამების სკოლის მოსწავლეთა  ნამუშევრები.

როგორც ორგანიზატორებმა ჩვენთან საუბარში თქვეს, რამდენიმე დღის განმავლობაში, სტუმრების ნაკადი არ  გაჩერებულა, თუმცა გულისტიკივილით აღნიშნეს, რომ მიპატიჟების მიუხედავად, კულტურის სამინისტროსა და მერიას საკუთარი წარმომადგენლები ექსპოზიციის სანახავად არ გაუგზავნია.

“ამ დღეს 1 წელია ველოდებოდით. ძალიან გვინდოდა  სტუმრად მოსულიყო კულტურის სამინისტრო , ასევე დიდი პატივისცემით მოვიწვიეთ თბილისის მერია, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ვერ მოიცალეს. სამაგიეროდ   დღეს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი გვეწვია და მხარდაჭერაც გამოგვიცხადა” -გვითხრა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დარიკო ჩიხლაძემ.

“ინფო ფოსტალიონი”  დავით ოქიტაშვილსაც გაესაუბრა.

“შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ეს ხომ , ქართული დეკორატიული ხელოვნების,  აბრეშუმის, ქართული მხატვრული ქარგვის ისტორიის ახალი ერაა. ყველანაირად ვეცდები , მხარში დავუდგე და  დავეხმარო”- გვითხრა კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა.

  

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,244 ნახვა
%d bloggers like this: