ახალი დამატებული

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ

Nusagi

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ. ოპოზიცია ხელისუფლებას კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაში ადანაშაულებს და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მათი თქმით, ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

„სახეზეა ახალი ტალღა, კრიმინალის აფეთქება, შეიარაღებული თავდასხმები ყაჩაღობები, ბინის ქურდობებიც ძალიან გახშირდა და ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნებაა” პასუხისმგებელი, მათ მიერ გადადგმული მავნებლური ნაბიჯები, კრიმინალის და კანონიერი ქურდების რომანტიზაცია და უნდა გავიხსენოთ, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომელმაც დააანონსა კრიმინალის ზრდა და ხალხს მოუწოდა, რომ გაგებით მოეკიდეო,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

განცხადება გახშირებულ კრიმინალთან დაკავშირებით გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ. „სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე თქვენი საინფორმაციო საშუალებები აშუქებს. ე.წ. ოფშიაკების შეგროვება, სკოლებში ე.წ. კანონიერი ქურდების მიერ საქმის დარეგულირება, მკვლელობები, შეკვეთილი,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,884 ნახვა
%d bloggers like this: