დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, დოდო გოგეშაშვილი უკვე ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.
დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს თავს ცოტა ხნის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მისი შვილი გარდაიცვალა.

 

წყარო: interpressnews

Facebook Comments

ახალი დადებული