ახალი დამატებული

პაატა ბურჭულაძე: მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან

Nusagi

მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც საქართველოში წუხელ დაბრუნდა, ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავად აქვს შეკითხვები პროკურატურასთან.

„“რა დანაშაული უნდა იყოს?! სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა…უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა, რაც ხდება საქართველოში. მე მზად ვარ, ვუპასუხო ყველა შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. ხუთი თვე არის უკვე პროკურატურას საბუთები აქვთ ჩვენი წაღებული და ვერაფერი მონახეს და ვერც მონახავენ. მე ძალიან გული მწყდება, რომ პროკურატურა ჩაითრიეს ამ საქმეში“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.

პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ გამოძიების დაწყება წარსულში მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და ის ასევე, სხვა ფაქტორებთანაც არის დაკავშირებული.

პაატა ბურჭულაძეს ფონდ “იავნანას” საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავენ. როგორც ცნობილია, საქმე ეხება ფონდ „იავნანას“ თანხების გაფლანგვას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,703,184 ნახვა
%d bloggers like this: