ისტორია

10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი სარაევოს მკვლელობაზე

Nusagi

10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი სარაევოს მკვლელობაზე

1. სარაევოში კვირის ბოლოს 2 მუნჯი კინოფილმი იქნა ნაჩვენები , რომელსაც ფრანც ფერდინანდი და სოფი დაესწრნენ. ორივე ფილმის სახელწოდება შემაძრწუნებლად წინასწარმეტყველებდა მოსალოდნელ მოვლენებს. “საიმპერატორო კინოს” კინოდარბაზი აჩვენებდა ფილმს – ” მსოფლიო ადამიანების გარეშე”, ხოლო კინოთეატრი “აპოლო” ფილმს “გასროლა შუაღამისას”.

2. ბელგრადში რუსეთის სამხედრო ატაშემ, არტამანოვმა ფული მისცა სერბეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს მკვლელობის დასაფინანსებლად.

3. პირველი მემორიალი მოკლულთა პატივსაცემად აღიმართა 1930 წელს. ეს იყო შავი მარმარილოს დაფა, სლავური ოქროს ასოებით კედელზე იმ ადგილას, სადაც მკვლელი-  გავრილო პრინციპი იდგა. მასზე იკითხებოდა: “პრინციპმა თავისუფლება გამოაცხადა წმინდა ვიტის დღეს, 1914 წლის 28 ივნისს”. 1941 წელს, ვერმახტის მიერ იუგოსლავიის ინტერვენციის შემდეგ ის მოიხსნა და საჩუქრად ადოლფ ჰიტლერს გადაეცა მისი ორმოცდამეთორმეტე დაბადების დღის საჩუქრად.

4. თავდამსხმელებმა-პრინციპმა გავრილომ და ნედელჟკო კაბრინოვიჩმა, ორივემ ციანიდის კაფსულა მიიღეს, სანამ დააპატიმრებდნენ. ციანიდი ძალადაკარგული იყო და სიკვდილის ნაცვლად მათ საშინელი მუცლის ტკივილები ქონდათ.

5. ფრანც ფერდინანდის და სოფის ავტომობილი – 1911 წლის Graf & Stift–ის ორმაგი ფაეტონი ეკუთვნოდა გრაფ ფრანც ფონ ჰარაკს, ბოსნიაში მომსახურე სამხედრო ოფიცერს, რომელიც სააავტომობილო კორპუსის მოხალისე იყო.

6. მას შემდეგ, რაც პირველმა მკვლელმა ბომბი ისროლა, ბოსნია–ჰერცეგოვინის სამხედრო ნაწილის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ოსკარ პოტიორეკმა წინააღმდეგობა გაუწია სამხედრო ძალების მოხმობას ერცჰერცოგისათვის დამატებითი უსაფრთხოების ზომების მისაღებად, რადგან ისინი მანევრებზე იმყოფებოდნენ წვიმაში, ორი დღის განმავლობაში და არ ქონდათ პრეზენტაბელური შესაბამისი ფორმები.

7. სარაევოს მკვლელობის სულისჩამდგმელს, ვიცე-პოლკოვნიკ დრაგუტინ დიმიტრიევიჩს მეტსახელად “ხარს” უწოდებდნენ, მისი დიდი გაბარიტების გამო.

8. ფრანც ფერდინანდის ავტომობილის მძღოლმა არასწორად შეუხვია ფრანც ჟოსეფ გასეზე, ვინაიდან მას არავინ უთხრა, რომ კორტეჟის მარშრუტი შეცვლილი იყო.

9. ფრანც ფერდინანდი არ იყო ჰაბსბურგთა სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელიც მოკლეს. იმპერატორ ფრანც ჟოსეფის მეუღლე, დედოფალი ელისაბედი იტალიელმა ანარქისტმა 1898 წელს მოკლა. თავად იმპერატორი კი ორჯერ გადაურჩა მკვლელობის მცდელობას.

10. მკვლელები შეიარაღებული იყვნენ 4 ბრაუნინგ FN–ის ავტომატური პისტოლეტებით, სერბიის სამეფო არსენალის 6 დეტონატორის კაპსულის ხელყუმბარით და ციანიდის აბებით.

1914 წელს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოს ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე სოფი ეწვივნენ. ბოსნიის თავისუფლებისთვის მებრძოლმა რადიკალმა ახალგაზრდებმა მათი მოკვლა განიზრახეს და მეორე ცდით განახორციელეს. პირველი გასროლა მიზანს აცდა და  ესკორტის მანქანის მძღოლი იმსხვერპლა. თავდამსხმელმა ციანიდის კაფსულა მიიღო, თუმცა არ მოკვდა, ის გამვლელებმა შეიპყრეს და სასტიკად სცემეს.

შეთქმულთაგან ერთ-ერთმა, გავრილო პრინციპმა მხოლოდ შემთხვევის წყალობით შეძლო მიზნის მიღწევა.

პრინციპმა დაინახა, რომ ერცჰერცოგმა უვნებლად განაგრძო თავისი ავტომობილით სვლა. მან ავტომობილთან მისვლა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. იმედგაცრუებულმა გზა განაგრძო და იქვე კაფეში შევიდა. თავდასხმით აღშფოთებულმა ერცჰერცოგმა მარშრუტის შეცვლა განიზრახა. მაგრამ მისმა მძღოლმა, რომელმაც არაფერი იცოდა ამ ცვლილების შესახებ, გეზი სხვა მიმართულებით აიღო, რის გამოც მას მანქანის მობრუნება მოუწია. სწორედ ამ დროს კაფედან პრინციპი გამოვიდა და დაინახა, რომ მისგან 3 მეტრის მოშორებით კაბრიოლეტში ნანატრი სამიზნე იჯდა. ორი გასროლით პრინციპმა ერცჰერცოგი და მისი მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმა.* ამ გულუბრყვილო სერბ ნაციონალისტს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა ამ მკვლელობას- პირველი მსოფლიო ომის დაწყება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,398 ნახვა
%d bloggers like this: