კრიმინალი

საოპერაციოში შეყვანამდე, დოდო გუგეშაშვილმა პოლიციელებს მკვლელის ვინაობა დაუსახელა

Nusagi

დოდო გუგეშაშვილმა საოპერაციოში შეყვანამდე სამართალდამცველებს თავდამსხმელის ვინაობა დაუსახელა. ინფორმაციას ამის შესახებ “ტვ პირველი” ავრცელებს. ინფორმაციას ჯერჯერობით  შსს-ს არ ადასტურებს.

გუგეშაშვილის მეზობელი ქალბატონის თქმით, მან კარზე ბრახუნი გაიგონა, კარის გაღების შემდეგ კი დოდო გუგეშაშვილი დაინახა, რომელიც შველას ითხოვდა.
”კარი გავაღე და დავინახე ქალბატონი დოდო. ის შველას ითხოვდა. სისხლიანი იყო და ამბობდა – მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მე დავინახე ვიღაც პირი, რომელსაც ლურჯი ქურთუკი ეცვა და კიბეებზე ჩარბოდა. მას ხელში გამჭვირვალე მოლურჯო პარკი ეჭირა, თუმცა იარაღი არ დამინახავს. მე მეთერთმეტე სართულზე ვცხოვრობ. ქალბატონი დოდო მეცამეტეზე”, – განაცხადა გუგეშაშვილის მეზობელმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,874 ნახვა
%d bloggers like this: