პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით საყვარელიძე: ეჰ არაა ხეირი, არც სულგუნი აღარც გუდა…წარსულმა სულ თან წაიღო….9 წელი

Nusagi

რუსთავი2-ის გენერალურმა მდივანმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა: “სულგუნი ჯობია, თუ გუდის ყველი”. მსჯელობაში უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ჩაერთო და საკუთარი აზრი გამოთქვა.

” მე მაგალითად გუდისტებს უფრო მივაკუთვნებ თავს მაგრამ გუდა მჭადთან არ მიდის. მშრალი უმარილო კახური პური უხდება და მჟავე. კამეჩის სულგუნი მჭადთან უმაგრესია! “-წერს დავით საყვარელიძე და  დასძენს: ” ისე თუ გამოგვიგზავნით ამდენ წერა-კითხვას ან ერთ ან მეორეს რუსთავი 2ის სახლით, მადლობლები დაგრჩებით. კიევის ემიგრაცია”.

მას შემდეგ, რაც დისკუსიის მონაწილეთა მხრიდან საყვარელიძის თხოვნას არავინ უპასუხა, ყოფილმა პროკურორმა თხოვნა გაიმეორა, თუმცა კვლავ იგნორი მიიღო . საბოლოოდ დავით საყვარელიძემ შემდეგი წინაარსის კომენტარი დატოვა:

” ეჰ, რამდენიც გინდა წერე და იკითხე)) არაა ხეირი არც სულგუნი…აღარც გუდა…წარსულმა სულ თან წაიღო…).9 წელი”.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,363 ნახვა
%d bloggers like this: