რამდენიმე დღის წინ, დიდუბის მეტროს გამოსასვლელთან, კედელზე, ასეთი წარწერა გაჩნდა: “გაგოშა ამ ქალაქში შეცვლის ყველაფერს”.
დიდი მონდომებით შესრულებული წარწერა ამ დრომდე “ამშვენებს” მეტროს გასასვლელის კედელს, თუმცა არც გამვლელებს და არც ახლომდებარე ჯიხურების მეპატრონეებს წარმოდგენა არ აქვთ, ვინ არის გაგოშა. ” ვიღაცამ ღამე დააწერა, მაშინ, როდესაც აქ არავინ იყო”-ამბობენ ისინი “ინფო ფოსტალიონთან” საუბრისას.
Facebook Comments Box