ტაჯიკეთში, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა კანონი, ორგანოებიდან მსუქანი თანამშრომლების დათხოვნის შესახებ, მილიციის გენერალ-მაიორმა 15 კგ დაიკლო, რათა თანამდებობა არ დაეკარგა . ამის შესახებ “აზია პლუსი” რესპუბლიკის შსს-ს ხელმძღვანელის, რამაზონ რახიმზოდაზე დაყრდნობით იუწყება.
“ტაჯიკეთის შსს-ს კადრების სამმართველოს უფროსმა სუხრობ რახმონზოდამ ბრძანების გამოსვლის შემდეგ 15 კგ დაიკლო”-აღნიშნა რახიმზოდამ და დასძინა, რომ ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ადრე, ცუდ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის გამო გაათავისუფლეს, აღდგენილ იქნებიან, თუ ჭარბი წონისგან გათავისუფლდებიან.
ივლისში ტაჯიკეთში ჭარბწონიანობის მიზეზით 20 მილიციონერი გაათავსუფლეს . 7 ადამიანი კი დააწინაურეს იმის გამო, რომ “შეძლეს სათანადო ფორმაში თავის მოყვანა”.
ტაჯიკეთის შსს-ს თანამშრომლებში ჭარბწონიანობასთან ბრძოლა 2016 წელს დაიწყო. მოთხოვნები მკაცრია: ყველა თანამშრომლის სიმაღლე და წონა საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, მაგალითად, თი ახალგაზრდა მამაკაცი 180 სმ სიმაღლისაა, ის 85 კგ-ზე მეტს არ უნდა იწონიდეს. სათანადო ფორმაში ყოფნისთვის სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად დადიან სპორტულ დარბაზში, კვირაში სამჯერ 5 კმ-ს დარბიან. დავალების შესრულებაზე კონტროლს სპეციალური კომისია ახორციელებს.