განათლება

ყველაზე დიდი და ლამაზი გზაა, რომელზედაც კი ოდესმე მივლია

Nusagi

ეს გზა – ჩემი უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მეორემდე, ყველაზე დიდი და ლამაზი გზაა, რომელზედაც კი ოდესმე მივლია, სასწაული ხიბლი აქვს აქაურობას ყოველთვის, მაგრამ თუკი ოდესმე ვიხსენებ, ეს გაზაფხულია, ჭადრის ტოტებში აჟივჟივებული ჩიტები და ჭადრების ქვეშ გამოფენილი გოგო-ბიჭები…. თუკი უნივერსიტეტელი გახდი, მერე რაღაც მესაკუთრის გრძნობა გიჩნდება, აქაურობა შენია, შენი და და ამაზე აურს ეს თეთრი ტაძარიც არავის ეუბნება. მე მინახავს ლურჯბერეტიანი, მაააააღლი, გამხდარი კაცი, აქ რომ ჩაივლიდა, ქუდს იხდიდა და თავს ხრიდა, ისე როგორც სალოცავთან იციან ხოლმე… დღეს ჩემი უნივერსიტეტი 100 წლისაა, მივდივარ ოპერაში საიუბილეო საღამოზე , ასეთი მოლოდინი და გულში ჰაერი კარგა ხანია არ მქონია, მე იქ ჩემს ნოდარ ტაბიძესაც ველი – ამაყს, ღირსეულს,ნამდვილ უნივერსიტეტელს ( გაყარტაყურტებული ძალად უნივერსიტეტელები ვერასოდეს, გვერდით რომ ვერ დაუდგებიან) და ჩვენ ისევ ვიტყვით- გაუმარჯოს ჩვენს დედაუნივერსიტეტს, მის სიმაღლეს და სითეთრეს, გაუმარჯოს უნივერსიტეტის ჭადრებს, ყველაზე იდუმალს და ძლიერს დედამიწაზე!!!

   

ნინო კვაჭანტირაძე

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,844 ნახვა
%d bloggers like this: