კულინარია

მადამ ბოვარი

Nusagi

საქონლის ხორცი  500 გრ

კარტოფილი  800  გრ

კვერცხი  4 ცალი

პამიდორი  6  ცალი

ბულგარული წიწაკა / 3  ცალი

ყველი  200  გრ

ხახვი  2  თავი

მწვანე ხახვი  50  გრ

შავი პილპილი  გემოვნებით.

მარილი  გემოვნებით.

მაიონეზი

კარტოფილი მოვხარშოთ, გავაციოთ და გავხეხოთ. გახეხილი კარტოფილი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ყალიბში. მოვაყაროთ პილპილი და მარილი. მოვაყაროთ, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული და ზეთში შემწვარი ხორცი. მოვასხათ მაიონეზი, ზემოდან დავალაგოთ კანგაცლილი და მრგვლად დაჭრილი პომიდორი და რგოლებად დაჭრილი ხახვი. შემდეგ დავალაგოთ რგოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. დავახეხოთ მოხარშული კვერცხი. მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

კერძი შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ 200°С 30 წუთი. მადამ ბოვარი-ს უხდება მწვანე ხახვი. მზა კერძს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,328 ნახვა
%d bloggers like this: